„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, წყალტუბოში, სოფელ ქვიტირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და შესაბამისი სამსახურები.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ავარია მოხდა სამტრედიაში, სადაც ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.






























































