BBC- ის ინფორმაციით, ფილიპინებში ტაიფუნმა 60-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
ხელისუფლების ცნობით, წელს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ტაიფუნის შედეგად, რომელიც ფილიპინების ცენტრალურ ნაწილს დაატყდა თავს, სულ მცირე 66 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასიათასობით ადამიანმა საკუთარი სახლები დატოვა.
ტაიფუნმა „კალმაეგიმ“ მთელი ქალაქები დატბორა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ცენტრალურ კუნძულ სებუზე, სადაც 49 ადამიანი დაიღუპა. სამოქალაქო თავდაცვის წარმომადგენელმა ოთხშაბათს რადიო ინტერვიუში განაცხადა, რომ კიდევ 26 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ვიდეოებში ჩანს, რომ ადამიანები სახურავებზე აფარებენ თავს, ქუჩებში კი მანქანები და სატვირთო კონტეინერები ტრიალებს.
დაღუპულთა ოფიციალურ რიცხვში შედის სამხედრო ვერტმფრენის ეკიპაჟის ექვსი წევრი, რომელიც სებუს სამხრეთით მინდანაოს კუნძულზე ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც ის სამაშველო სამუშაოებში დასახმარებლად იყო გაგზავნილი.






























































