ტურისტულ ზონებში, ზამთრის პერიოდში ტექნიკურ მარილს აღარ გამოიყენებენ,_ ამის შესახებ მან პარლამენტში გამოსვლისას ოფიციალური ინფორმაციით ინფრატსტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ აღნიშნა, სადაც მას დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.
„მუშავდება საავტომობილო გზების მოვლა-შენახვის ახალი სტრატეგია და სტანდარტები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვლა- შენახვის კუთხით გადავდგათ ინოვაციური ნაბიჯები. მაგალითისთვის, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ტურისტულ ზონებში უკვე წელს შევეცდებით, რომ ზამთრის პერიოდში აღარ გამოვიყენოთ ტექნიკური მარილი, რაც საკმაოდ დიდ დისკომფორტს ქმნის ტურისტული სეზონის პერიოდში, ასევე გზებთან მიმართებაში არის საკმაოდ დამაზიანებელი და მომავალი წლიდან შევეცდებით რომ საერთოდ ახალ მოდელზე გადავიდეთ გზების მოვლასთან დაკავშირებით. ასევე ის მაგისტრალები, რომელიც ბოლო წლებში აშენდა საქართველოში საკმაოდ რთული საიჟინრო კონსტრუქციებია და სწორად მათი მოვლა-შენახვის დაგეგმვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი”,_ განაცხადა სოხაძემ.


































































