კარტოფილი არ შეიცავს ცხიმებს, დაბალკალორიულია (100 გრ კარტოფილი მხოლოდ 60 კკ-ს შეიცავს) და კარგად ანაყრებს.
თუკი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ სხვადასხვანაირად მომზადებულ კარტოფილს მიირთმევთ, 2 კგ-ის დაკლებას შეძლებთ. აუცილებელია, დღეში სამჯერ მიირთვათ და 1.5-2 ლ წყალი დალიოთ.
პირველი დღე
სადილი: კარტოფილი ხაჭოთი
ერთი ულუფისთვის: 250 გრ კარტოფილი, 250 გრ უცხიმო ხაჭო, მინერალური წყალი, 175 გრ კიტრი, მწვანილი.
მომზადება: კარტოფილი გარეცხეთ და კანიანად მოხარშეთ. ხაჭოში აურიეთ წვრილად დაჭრილი კიტრი და მოხარშულ კარტოფილს კრემივით წაუსვით, ზემოდან კი მწვანილი მოაყარეთ.
1 ულუფა შეიცავს: 250 კკალ, 39 გრ ცილებს, 42 გრ ნახშირწყლებს.
სამხარი: კარტოფილის სალათა ხორცი
ერთი ულუფისთვის: 225 გრ კარტოფილი, 75 გრ მჭლე ხორცი, 100 გრ პომიდორი, 75 გრ სალათის ფურცლები, 1 თავი ხახვი, 2 ს/კ ვაშლის ძმარი და 1%-იანი იოგურტი.
მომზადება: ალყა-ალყა დაჭერით მოხარშული კარტოფილი, ხახვი და პომიდორი, აურიეთ სალათის ფოთლები, წვრილად დაჭრილი ხორცი, ვაშლის ძმარი და იოგურტი. 1 ულუფა შეიცავს: 330 კკალ, 22 გრ ცილებს, 12 გრ ცხიმებს, 36 გრ ნახშირწყლებს.
მეორე დღე
სადილი – ”გამომცხვარი” კარტოფილი
1 ულუფისთვის: 225 გრ კარტოფილი, 100 გრ საქონლის ფარში, 1 კვერცხი, 100 გრ ტომატი ან პომიდორი, 1 ს/კ არაჟანი, 50 გრ ზეთი, ხახვი, მწვანილი.
მომზადება: ფარში ხახვთან ერთად, დაუმატეთ პომიდორი, სურვილისამებრ, სუნელები. თუნუქის ფურცელზე მოათავსეთ დაჭრილი, მოხარშული კარტოფილი, მოაყარეთ შეზავებული ფარში, მოასხით არაჟანთან ერთად გათქვეფილი კვერცხი და შედგით ღუმელში გამოსაცხობად.
1 ულუფა შეიცავს: 350 კკალ, 30 გრ ცილებს, 12 გრ ცხიმებს, 30 გრ ნახშირწყლებს.
სამხარი: კარტოფილი კარით
ერთი ულუფისთვის: 200 გრ კარტოფილი, სტაფილო, 1 კოლრაბი (ან თალგამი), 75 გრ იოგურტი (1-პროცენტიანი), 200 მგ ბულიონი, მწვანე ხახვი, კარი.
მომზადება: შეწვით სტაფილო და კოლბარი, დაუმატეთ კანიანად მოხარშული და შემდეგ 4 ნაწილად გაჭრილი კარტოფილი, მოასხით ბულიონი, მოთუშეთ 5 წუთი, დაუმატეთ კარი და ხახვი.
1 ულუფა შეიცავს: 300 კკალ, 11 გრ ცილებს, 8 გრ ცხიმებს, 44 გრ ნახშირწყლებს.
მესამე დღე
სადილი: ჩაშუშული კარტოფილი
1 ულუფისთვის: 200 გრ მოხარშული კარტოფილი, 2 კვერცხი, 100 გრ პომიდორი ან ტომატი, 1 ჩ/კ ზეთი, 4 ს/კ რძე, ხახვი, მარილი, პილპილი.
მომზადება: ხახვი დაჭერით ალყა-ალყა, პომიდორი შუაზე, მოხარშული კარტოფილი რგოლებად. ყველაფერი ერთად მოთუშეთ. დაუმატეთ მწვანილი. კვერცხი ათქვიფეთ რძესთან და მარილთან ერთად. მოასხით ბოსტნეულს და რამდენიმე წუთში კერძიც მზადაა.
1 ულუფა შეიცავს: 350 კკალ, 20 გრ ცილებს, 5 გრ ცხიმებს, 32 გრ ნახშირწყლებს.
სამხარი: რაგუ ინდაურით
1 ულუფისთვის: 200 გრ კარტოფილი, 200 გრ ბრიუსელის კომბოსტო, 125 გრ ინდაურის ხორცი, 75 მგ ბოსტნეულის ბულიონი, მწვანე ხახვი.
მომზადება: ხახვი და ინდაურის ფილე დაჭერით კუბებად და შეწვით მცენარეულ ზეთში, დაუმატეთ სუნელები, მოხარშული კარტოფილი კომბოსტოსთან ერთად, დაასხით ბულიონი და ხარშეთ მომზადებამდე.
1 ულუფა შეიცავს: 300 კკალ, 40 გრ ცილებს, 6 გრ ცხიმებს, 31 გრ ნახშირწყლებს.
საუზმე: პირველი ვარიანტი: მოხარშული კვერცხი, ჭვავის პური (45 გრ), 200 მლ ხილის წვენი
მეორე ვარიანტი: ერთი ნაჭერი ჭვავის პური, 50 გრ უცხიმო ხაჭო მწვანილით. 1 ჭიქა უშაქრო ყავა.



































































