ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პაატა კუნჭულიას სახელზე სამმა ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა უკვე დაწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ.
აქედან პირველი „ოზურგეთის მომსახურების ცენტრის“ უფროსი გია ანთაძე იყო. ის არჩევნების დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად მოიაზრებოდა „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ მმართველმა პარტიამ მერობის კანდიდატის პოსტზე მას პაატა კუნჭულია ამჯობინა.
“ანთაძის გარდა, სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ განცხადება „სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ ხელმძღვანელმა მაკა ჭყონიამ და საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ დირექტორმა ჯონი კალანდაძემ დაწერეს“, _ ეს ინფორმაცია ოზურგეთის მერიის პრესსამსახურმა ნინო ბახტაძემ მოგვაწოდა.
მისივე თქმით, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალარჩეულ მერს, პაატა კუნჭულიას მერიაში, სამსახურებისა და განყოფილებების უფროსების ცვლილება არ განუხორციელებია. რაც შეეხება მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებს, აქ, ჯერჯერობით, მხოლოდ ერთი საკადრო ცვლილება გახორციელდა _ ოზურგეთის მერმა და მოადგილეებმა, თანამშრომლებს წარუდგინეს და საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ ახალი ხელმძღვანელად ლაშა ლექვინაძე დანიშნეს.
საკადრო ცვლილებები, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ასევე, ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში გახორციელდება, ყველა დაინტერესებული პირისთვის გახდება საჯაროდ ცნობილი“.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, შესაძლოა ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გენო კიშინსკიმ თანამდებობა ვერ შეინარჩუნოს.
ავტორი
































































