ევროსკოპის შეკითხვაზე, როგორ აფასებს კომისია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ანტიკორიფციული სააგენტოს გაუქმებაზე, ევროკომიიის პრესს სპიკერი პასუხობს:
_ კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ფუნდამენტური ელემენტებია. ეს მიზნები ასევე არის ჩვენი ძირითადი სამუშაოს ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ შემოგვიერთდნენ. კორუფციასთან ბრძოლის საკითხი მოცემულია ჩვენს გაფართოების ანგარიშში, რომელმაც ფაქტობრივად დაასკვნა რომ საქართველოში არის უკუსვლა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. რეკომენდაციების სახით ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ეფექტურობა, ინსტიტუციების დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული ბიუროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის მიუკერძოებლობა. ბოლო მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველო კვლავ შორდება ევროკავშირის გზას.


































































