თურქული მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თურქეთში, ქალაქ თათარლის მახლობლად.
A.A.-ს მიერ მართული Murat Turizm-ის კუთვნილი სამგზავრო ავტობუსი გაურკვეველი მიზეზით კონტროლი დაკარგა და თხრილში გადაბრუნდა. ავარიის შედეგად, 25 ადამიანიდან ორი დაიღუპა, ხოლო 21 დაშავდა და საავადმყოფოებში გადაიყვანეს.





























































