ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი თავისუფალია. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მეარაყიშვილი ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
გათავისუფლებამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ მეარაყიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს.
მან შიმშილობა დაკავების შემდეგ, პროტესტის ნიშნად დაიწყო.
აქტივისტი 23 დეკემბერს, ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.
































































