უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, აცხადებს, რომ აშშ იგნორირებას უკეთებს დამაჯერებელ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი ეხმარება ირანს ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმებში, _ იუწყება Guardian.
ზელენსკის თქმით, რუსეთის სამხედრო თანამგზავრებმა გადაიღეს აშშ-ს სამხედრო ბაზების ადგილმდებარეობა სპარსეთის ყურესა და ისრაელში, ეს მონაცემები კი ირანს გადასცეს.
„მე ეს საჯაროდ ვთქვი. ჰქონდა თუ არა ამაზე რეაქცია აშშ-ს? პრობლემა იმაშია, რომ მათ სჯერათ პუტინის. და ეს ძალიან საწყენია.
დონალდ ტრამპის გუნდი ვერ ხვდება, რა უნდა რუსეთს“, _ თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ტრამპის ორმა წარმომადგენელმა _ სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა „ძალიან დიდი დრო გაატარეს პუტინთან და რუს მაღალჩინოსნებთან. ისინი ხუთჯერ იმყოფებოდნენ მოსკოვში და არც ერთხელ _ კიევში“.







































































