რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა.
სექსუალიზებული ძალადობის აღრიცხული შემთხვევებიდან 89 პროცენტი ჩაიდინეს რუსეთის სამხედროებმა და ძალოვანი უწყებების – ეფესბესა და სასჯელაღსრულების სისტემის – წარმომადგენლებმა. 11 პროცენტი მოდის უკრაინის სამხედრო მოსამსახურეებზე, უსაფრთხოების სამსახურის და პენიტენციური სისტემის თანამშრომლებზე. ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც და სამხედრო ტყვეებიც.
“რადიო თავისუფლება”




































































