2026 წლის ოქტომბერი, ასტროლოგიური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ცვლილებებით გამოირჩევა. თვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იუპიტერის ლომის ნიშანში მოძრაობაა – პლანეტა ამ ნიშანში 30 ივნისს შევიდა და იქ 2027 წლის ივლისამდე დარჩება. ასტროლოგიაში იუპიტერი გაფართოებასთან, შესაძლებლობებთან და ზრდასთან ასოცირდება.
ამასთან, ოქტომბერში ვენერა რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს, ამიტომ თვე მხოლოდ ახალი შესაძლებლობების პერიოდი არ იქნება – ზოგიერთ საკითხში გადახედვა და უკვე დაწყებული საქმეების ხელახლა შეფასებაც გახდება საჭირო.
განსაკუთრებული წარმატება და მნიშვნელოვანი ცვლილებები კი ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის წარმომადგენლებს ელოდება:
ლომი
ოქტომბერი ლომებისთვის განსაკუთრებით საინტერესო პერიოდია. იუპიტერი მათ ნიშანში მოძრაობს და ასტროლოგების თქმით, ხელს უწყობს ხედვების უფრო თამამად წარმოჩენას, შემოქმედებითი იდეების განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.
ეს პერიოდი განსაკუთრებით ხელსაყრელი შეიძლება, აღმოჩნდეს მათთვის, ვისაც პროფესიული მიმართულების შეცვლა, ახალი პროექტის დაწყება ან საკუთარი საქმიანობის გაფართოება სურს.
ვერძი
ვერძებისთვის 2026 წელი პასუხისმგებლობისა და გრძელვადიანი მიზნების გადახედვის პერიოდია. სატურნი ვერძში 13 თებერვლიდან იმყოფება და ამ ნიშანში წლის ბოლომდე, მათ შორის ოქტომბერშიც, რეტროგრადული მოძრაობით განაგრძობს ტრანზიტს.



































































