ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ინფიცირების შემთხვევებიდან 3 გოგოლესუბანში გამოვლინდა, სადაც მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს. ამაღლებასა და შუა ამაღლებაში კი ინფიცირების ახალი შემთხვევები ამ დროისთვის ჩატარებული ტესტების შედეგად არ დაფიქსირებულა.
ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ პირებს, ვისაც გადაადგილება არ შეუძლია საკუთარი ტრანსპორტის არ ყოლის ან სხვა მიზეზის გამო, ბინაზე ჩაუტარებენ ტესტირებას.
ბოლო 24 საათში გამოვლენილი 5 შემთხვევევიდან კი 1 გუთურში, 1 კი დაბლაციხეში დაფიქსირდა.