რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა””, _ ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრმა თამარ ჩუგოშვილმა დაწერა, რომელიც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში მისვლას და ირაკლი კობახიძის სავარძლის მორგებას ეხმაურება.
“ამაზე მძიმე სანახავი ჩემთვის რა შეიძლება იყოს არ ვიცი.
არ ვიცი რა უნდა ვთქვა.
ჩემთვის ყველა დღე იმაზე ფიქრში გადის პარლამენტი სრულად შემდგარ სახელმწიფო ინსტიტუციად როგორ ვაქციოთ. რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა”, _ წერს თამარ ჩუგოშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტში მივიდნენ. მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესია რამდენიმე წუთში გაიხსნება. სხდომას საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი წაიყვანს.