აბასთუმნის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში უკრაინული თვითმფრინავიც ჩაერთვება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაბამისი ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა ქვეყნის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.
“უკრაინიდან ჩვენ ველოდებით 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს და არა ვერტმფრენს. სულ უახლოეს საათებში ის შემოგვიერთდება. ოდესაში დაიმატებს საწვავს და სულ რამდენიმე საათში იქნება საქართველოში”,-აღნიშნა მღებრიშვილმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველომ დახმარების თხოვნით სხვა ქვეყნებსაც მიმართა, მათ შორის არ არის რუსეთი.
საუბარია ძირითადად ავიაციით დახმარებაზე.
1tv.ge