გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებული იქნა 3500-ზე მეტი PCR ტესტი, საიდანაც დადასტურდა 193 ახალი შემთხვევა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტაციონარში მკურნალობს – 494 პაციენტი, მათ შორის 41 არასრულწლოვანი და 15 ორსული, ერთი ორსული გუშინ გადაიყვანეს თბილისში.
– რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია – 22 პაციენტი
– კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება – 949 პაციენტი, მათ შორის 71 არასრულწლოვანი
– სტაციონარიდან გამოჯანმრთელდა და გაეწერა 17 პაციენტი.
– კოვიდ სასტუმროდან ბინაზე გაეწერა – 9 პირი.
– ბინაზე მკურნალობს 400-ზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტი.
– ონლაინ კლინიკების მეშვეობით კონსულტაცია გაეწია – 427 პირს.
– აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი.
– კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე.