აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დაფიქსირდა, 59 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან მოაწოდეს.
მათივე ინფორმაციით, აჭარაში დღემდე გამოჯანმრთელდა 34 752 ინფიცირებული პაციენტი, გარდაიცვალა 226.
ამ დროისთვის 209 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.