აჭარაში კორონავირუსს კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილი 61 წლის ქალია.
„სასწრაფო სამედიიცნო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26.09.2020. დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის უკმარისობა, შოკი.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გულის უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა”,_ ამბობენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ბოლო 24 საათის გამავლობაში კორონავირუსით საქართველოში 2 ადამიანი გარდაიცვალა.
სულ ქვეყანაში 48 ადამიანია კორონავირუსით დაინფიცირების შემდეგ გარდაცვლილი.