კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ უკანასკნელ 50 წელიწადში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც მარტოობა სურს.
დასახელდა სამი პერიოდი ადამიანის ცხოვრებიდან, როდესაც ყველაზე მწვავედ განიცდიან მარტოობას. ამისთვის მკვლევარებმა შეისწავლეს 340 მონაწილის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელთა ასაკი 27 წლიდან 101 წლამდე იყო.
როგორც გაირკვა, მარტოობის შეგრძნება გამძაფრებულია 27-დან 30 წლამდე, 55-იდან 60 წლამდე და 80 წლის შემდეგ.
მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ როდესაც ადამიანი 50-წელს გადაცდება, ექმნება ჯანმრთელობის პრობლემები და იწყება ე.წ. „საშუალო ასაკის კრიზისი“.
ხოლო უფრო ხანდაზმულ ასაკში (80 წელს ზემოთ) სულიერ მდგომარეობას აძლიერებს ახლობელი ადამიანების სიკვდილი (ოჯახის წევრები, მეგობრები ნათესავები) და საკუთარი ფიზიკური უძლურება.
რაც შეეხება უფრო ახალგაზრდებს (27 -30წელი). ამ ასაკის ადამიანები ხშირად საახლობლო წრეს შორდებიან, გარიყულად გრძნობენ თავს და საკუთარ თავში იკეტებიან, რადგან მიაჩნიათ, მათ ცხოვრების არასწორი გზა აირჩიეს.