საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღდგომის დღესასწაულზე კომენდანტის საათი მოიხსნება. უფრო კონკრეტულად, გადაადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს პირველი მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 4 საათამდე.
“საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება, მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი”, – აღინიშნა ბრიფინგზე.
სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოზე გასვლა აკრძალული იქნება და მისასვლელი გზები ჩაიკეტება.