“აღდგომის მერე გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს”, _ ამის შესახებ ექიმი ლევან ხარაშვილი სოცილურ ქსელში წერს.
,,აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს. ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის. მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, მხრჩოლავი ყვითელი მარშუტკები გააფერადებენ საცობებს ცენტრალურ ქუჩებზე, ჰაერიც დაბინძურდება, გმირი ექიმები ისევ ფულისტ ყასბებად გადაიქცევიან და გახარიაც კი გაიპარსავს მოუცლელობის ხაზგასასმელად მოშვებულ “წვერს”. ამირან გამყრელიძე ისევ ძალიან მოსაწყენ ბიძად გადაიქცევა და პოლიტიკოსები გააგრძელებენ პოლიტიკოსობას, სპორტსმენები – სპორტსსმენობას. გადაიჭედება გოიმური რესტორნები, ოკუპაცია გააგრძელებს ცოცვას, ბოზები – ბოზობას …. ი რაზვე ეტო ნორმალნო?!!!!”, – წერს ხარაშვილი