ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11დეკემბერს გაიმართება. შესაბამის გაბკარგულებას, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი დღეს მოაწერა. განკარგულების მიხედვით, პირველი სხდომა 11 დეკემბერს, 12:00 საათზეა დანიშნული.
ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტი არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, პროპორციული ხმები მიხედვით საპარლამენტო მანდატები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ევროპული საქართველო – 5 მანდატი
ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია – 36 მანდატი
პატრიოტთა ალიანსი 4 მანდატი
ლეიბორისტული პარტია – 1 მანდატი
მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი 2 მანდატი
გიორგი ვაშაძე -სტრატეგია აღმაშენებელი – 4 მანდატი
გირჩი – 4 მანდატი
ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 60 მანდატი
ლელო – 4 მანდატი
ასევე, 30 საპარლამენტო მანდატი მიიღო ,,ქართულმა ოცნებამ“, რომელიც მაჟორიტარი კანდიდატები იყვნენ, აქვე აღსანიშნავია, რომ მართველი გუნდის ყველა მაჟორიტარი კანდიდატი, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მარტო მონაწილეობა, ოპოზიციონერმა კანდიდატებმა უარი განაცხადეს მონაწილეობაზე.
,,ქართულმა ოცნებას“ პარლამენტში სულ 90 მანდატი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, რადგან აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ხელხალ არჩევნების გამართვას მოითხოვენ