https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ახალგაზრდებში ბულინგი ურთიერთობის ჩამოყალიბების ახალ ნორმად იქცა

7:12; 4.12.2017
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბულინგი, ჩაგვრა  ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს, როგორც  საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. სულ რამდენიმე დღის წინ, ორი ახალგაზრდა ფიზიკური დაპირისპირების (ბულინგის) მსხვეროლი გახდა, მომხდარმა ფაქტმა პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. საქართველოში ბულინგის სიმწვავეზე კარგად მეტყველებს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის მიერ წარდგენილი ანგარიში, რომლის მიხედვით ირკვევა,  რომ  ბავშვებს შორის ხშირია,  როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. საგანგაშო კი ის არის, რომ ერთმანეთის ჩაგვრა, როგორც მოსწავლეებში, ისე მასწავლებლებში დიდ პრობლემად არ აღიქმება. რა ქმედითი ნაბიჯები უნდა  გადაიდგას სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის აღმოსაფხვრელად – ამ საკითხთან აკავშირებთ, ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძეს, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორს ციცინო ბუკიასა და სამართალმცოდნე არჩილ ჭავჭანიძეს ვესაუბრეთ.

ჟურნალისტ  გიორგი ფოფხაძის განცხადებით,  პრობლემის აღმოსაფხვრელად, საქართველოს მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წახალისება უნდა იყოს, რათა ახალგაზრდებს საშუალება მიეცეთ უკეთ განვითარდნენ და ის უნარ-ჩვევები შეიძინონ, რაც  კაცთმოყვარეებად აქცევთ. როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მომავალი თაობის აღზრდასა და ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა.

,,ჩემი აზრით, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა იყოს და არა ნულოვანი ტოლერანტობა. ჯანსაღად  ცხოვრების წესი უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, ისინი სპორტით, მუსიკით, ცეკვით, მხატვრობით, პოეზიით და ხელოვნების სხვა დარგებით უნდა დავაინტერესოთ. სწორედ, ეს უნდა იყოს  ეროვნული  იდეოლოგია. მოზარდი თავის ენერგიას სპორტული მოედნის მაგივრად,  სოციალურ ქსელში არ უნდა ხარჯავდეს, მისი მთავარი პრიორიტეტი განათლება და ჯანსაღი ცხოვრების წესი უნდა იყოს. ჩემი შვილები ყოველდღიურ რეჟიმში, სკოლის შემდეგ, დადიან  სპორტზე, მუსიკაზე, ხატვაზე, ლიტერატურულ წრეზე და შაბათ –კვირას სკაუტების შეკრებებზე, ფაქტობრივად, დრო არ რჩებათ უსაქმოდ ყოფნისთვის. გარდა ამისა, სკოლას დაჰყავს მუზეუმებში, ისტორიულ ადგილებში და ასე შემდეგ.  გვიკვირს, ევროპელი ბავშვები რატომ იზრდებიან ჰუმანურები, ლიბერალები და კაცთმოყვარეები, რატომ? სწორედ იმიტომ, რომ  განათლება და ჯანსაღი ცხოვრებაა. საფრანგეთში  სახელმწიფო იდეოლოგიად არის ქცეული ეს ყველაფერი. ჩვენც ეს უნდა ვაქციოთ სახელმწიფოს პრიორიტეტად. სწორედ, სახელმწიფო უნდა გახდეს  პასუხისმგებელი მოზარდის სწორად ჩამოყალიბებაზე. სახელმწიფომ უნდა შეიგნოს რომ, მოზარდი, ჩვენი ქვეყნის მომავალია და როგორსაც გაზრდი, როგორ პირობებსაც შეუქმნი, ზუსტად ისეთივე შედეგებს მიიღებ“ , _ განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

 

როგორც ციცინო ბუკია ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ბულინგის თვალსაზრისით საქართველოში მძიმე მდგომაეობაა. მისი თქმით, პრობლემა სწორი აღზრდითა და განათლებით დაიძლევა.

,,სამწუხაროდ, ბულინგი თანამედროვე სკოლებში მწვავე პრობლემაა. ასეთი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ადრეულ წლებშიც შეინიშნებოდა. ძირითადად დაცინვის საგანი მოსწავლის ჩაცმულობა იყო. აშკარაა, რომ დღეს ამ თვალსაზრისით გაცილებით მძიმე მდგომარეობაა. გამოსავალი ოჯახმა,სკოლამ, სასწავლო დაწესებულებებმა, ეკლესიამ, ყველამ ერთად უნდა ვეძიოთ. ყველა რგოლმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს. ყველაზე დიდი პრობლემა გაუნათლებლობაა, ადამიანის პიროვნებად ფორმირების რთული პროცესი, პირველ რიგში, მისი აღზრდით იწყება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ სწორი აღზრდა და განათლება ერთადერთი გამოსავალია“- განაცხადა ბუკიამ

სამართალმცოდნე არჩილ ჭავჭანიძის  განცხადებით, პრობლემის დასაძლევად,  ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება სკოლის მერხებიდანვე უნდა ხდებოდეს, რათა თავიდან ავიცილოთ ადამიანებს შორის  ჩაგვრა და ერთმანეთის უფლებების შეზღუდვა.

,,პრობლემა  მეტად მწვავედ დგას ჩვენს სოციუმში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა, მაგრამ  ჩვენს საზოგადოებაში მოძალადის გამოვლენა და სხვისი დახმარება,  თუნდაც სამართალდამცავების ჩართულობით, სირცხვილად აღიქმება, რაც უფრო ართულებს პრობლემის მოგვარებას. მნიშვნელოვანია, სახელწმიფოს მხრიდან გატარდეს ეფექტური ნაბიჯები. სამწუხაროდ, სკოლებში სათანადო ყურადღება არ ეთმობა არასრულწლოვნების პრობლემებს და არც მასწავლებლები ცდილობენ საკითხის სერიოზულად აღიქვან. სახელმწიფომ სკოლის მერხებიდანვე უნდა დაიწყოს ზრურვა, რომ  არასრულწლოვან მოსწავლეს მოქალაქეობრივი შეგნება აუმაღლდეს, ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ  რატომ უნდა დაიცვან  და პატივი სცენ სხვათა უფლებებს.  მოზარდებს უნდა ესმოდეთ,  რომ ეს არა სურვილი, არამედ  კანონის წინაშე ვალდებულებაა.ხშირად,  არასრულწლოვნები ვერ აღიქვამენ რა არის დანაშაული და  რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მათ ქმედებას. სწორედ, ამიტომ მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები არაფორმალური განათლების ფარგლებში იღებდნენ ცოდნას თუ რა არის დანაშაული. აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს  განრიდებისა და მედიაციის პროგრამის დანერგვა, რაც  არასრულწლოვანი პირების რესოციალიზაციას გულისხმობს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სკოლებში  არ არსებობს სათანადო მიდგომები, რესოციალიზაცია უფრო რთული გახდება. აუცილებელია, ახალგაზრდებს  სკოლის მერხებიდანვე ჩამოუყალიბდეთ, რომ არ აქვს უფლება დაჩაგროს და იძალადონ თანატოლზე. ბულინგი სხვა ადამიანზე  ზიანის მიყენებას გულისხმოს, რაც ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრამვებს იწვევს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, აუცილებელია სათანადო ყურადღება დაეთმოს მსგავს საკითხებს სასწავლო დაწესებულებებში. სწორედ, ეს იქნება მომავალში პრევენცია შესაძლო დანაშაულის ჩადენის“ -განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში ასახულია საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რომელიც სახალხო დამცველის ბავშვის უფლებების ცენტრმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების ცენტრის გაძლიერების“ ფარგლებში ჩაატარა. ბავშვის უფლებების ცენტრმა 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 109  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 98 საჯარო სკოლა, 5 კერძო და 6 სკოლა–პანსიონი შეამოწმა.  მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და არასათანადო მოპყრობისაგან. ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსების განსაკუთრებით, მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციაში მყოფი პირების და თანატოლების მხრიდან, მოსწავლეთა შორის ბულინგი ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა.

სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებებისა თუ ძალადობის სხვადასხვა ფორმების შესახებ, ამასთან, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, სკოლებს არა აქვთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა. მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია  მოსწავლეთა 42.5% და სკოლის თანამშრომელთა 13.9%, მსგავსი დამოკიდებულებები დაფიქსირდა სხვა მრავალი ფორმის ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლინებების მიმართ.

ძალადობის სხვადასხვა ფორმიდან ცალსახად იკვეთება ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად. სკოლის მანდატურის მხრიდან მოსწავლის მიმართ ყვირილის შემთხვევების არსებობა დააფიქსირა მოსწავლეთა- 20.30%, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან-47.10%, დამრიგებლის მხრიდან 61.50%, ხოლო საგნის მასწავლებლის მხრიდან- 78.80%. სკოლის თანამშრომელთა 25 % კი ამას ძალადობად არ მიიჩნევს. მონიტორინგმა  გამოავლინა, რომ სკოლის თანამშრომელთა შორის დაბალია ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების მექანიზმის ცოდნა. საქართველოს მთავრობის დადგენილება, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“, როგორც აღნიშნულ  შემთხვევებზე რეაგირების სამოქმედო მექანიზმი, რესპონდენტთა მხოლოდ 2.8%-მა დაასახელა.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი  სხვა მრავალი გამოწვევის შესახებ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მოუწოდებდა სახელმწიფოს, რომ შემუშავებინა  და წარემართა   კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმების დასახვეწად, თუმცა არც მექანიზმები შემუშავებულა და არც ძალადობის დასაძლევად გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები. დღეს კი რისკი იმისა, რომ მოსწავლეთა შორის ბულინგის ძალმომრეობითი ფორმა კიდევ უფრო გაიზრდება ძალიან მაღალია, რადგან  მოსწავლეთა შორის ჩაგვრა ურთიერთობის  ჩამოყალიბების ახალ ნორმად იქცა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

შობის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

11:39; 7 იანვარი, 2026
საზოგადოება

შობის ზეიმი საქართველოში

11:37; 7 იანვარი, 2026
საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7 იანვარი, 2026
საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

11:16; 7 იანვარი, 2026
საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6 იანვარი, 2026

ლიბერთი ბანკში ახალი აქცია დაიწყო (R)

ახდენს თუ არა Facebook და Google მედია სექტორზე გავლენას

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: სააკაშვილისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას

15:03; 7.01.2026
პოლიტიკა

ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში – შალვა პაპუაშვილი

15:02; 7.01.2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას

14:57; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო სიურპრიზი   

11:45; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო საჩუქარი   

11:43; 7.01.2026
ზაფრანი

ქართული საშობაო სუფრა

11:42; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

11:39; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ზეიმი საქართველოში

11:37; 7.01.2026
მსოფლიო

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

11:30; 7.01.2026
სამართალი

მამა-შვილს მანქანით გადაუარეს – სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც

11:24; 7.01.2026
სამართალი

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

11:21; 7.01.2026
საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7.01.2026
საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

11:16; 7.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო