რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთიდან საქართველომდე ჩეჩნეთის ტერიტორიის გავლით გზის მშენებლობა მიზანშეწონილია.
როგორც The Vestnikkavkaza წერს, ჩეჩნეთიდან საქართველოსკენ გზის მშენებლობა 1996 წელს დაიწყო, თუმცა, საქართველომ 1998 წელს გზის მშენებლობა გაყინა.
ამჟამად საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი მხოლოდ ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი ფუნქციონირებს ჩრდილოეთ ოსეთში.
„საქართველოსთან კომუნიკაციის პრობლემები მართლაც არსებობს, განსაკუთრებით ზამთარში. ეს კარგი იდეაა, მაგრამ არ არის ტრანსპორტის სამინიტროს პრაქტიკულ გეგმებში. თუმცა, ეს იდეა ცნობილია და მისი განხორციელება შესაძლებელია“,_ განაცხადა პუტინმა.