“ახალი კაცი გურიიდანაა წარმოშობით, ასე ითქმება. დედულეთი გურიაშია”, _ ეს განცხადება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ საქართველოს პრემიერმინისტრტან და გურიის ახალ გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შარაშენიძის თქმით, მან ახლა გაიცნო გიორგი სახოკია და მასზე “კეთილი კაცის” შთაბეჭდილება დარჩა.
“ეს იყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. დედულეთი გურიიდან ყავს და დაგვიდგება გვერდში ყველანაირად. მე ის ახლა გავიცანი. მისი ბიოგრაფია და მისი პიროვნება ამბობს იმას, რომ ძალიან კეთილი ადამიანია და საქმის კეთება შეუძლია, _ გვითხრა კონსტანტინე შარაშენიძემ.