https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა რუსეთი უკრაინაში საელჩოზე განზრახ თავდასხმაში დაადანაშაულა

    რით მოკლეს ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთში – რა განაცხადეს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

    ვოლოდიმირ ზელენსკი – ამერიკელების მიერ დათმობების თემა ხშირად უკრაინის კონტექსტში განიხილება და არა რუსეთის

    ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება ჩინეთს ერთი სატელეფონო ზარით შეუძლია

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ახალი მიმართულება _ გააგრძელებს თუ არა თხილის ეპოქას წაბლი?

9:03; 5.03.2018
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

საუკეთესო მერქნიან მცენარეთა გვარის წარმომადგენელი _ წაბლი, საქართველოს დასავლეთ ნაწილში კარგადაა გავრცელებული.

წაბლის ღირსება მხოლოდ მერქანი არ არის და როგორც ნაყოფიერი, ისე, თაფლოვანი მცენარე უნიკალურია. მასზე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდება. წაბლის ექსპლუატაცია, განსაკუთრებით გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, უმართავი და უკონტროლო გახდა და განადგურების საფრთხეც კი დაემუქრა. ამიტომ ის წითელ წიგნშია შეტანილი.

“დიდი ალბათობით, წაბლი უნდა იქცეს თხილის ეპოქის გამგრძელებლად ჩვენს ქვეყანაში”, _ მიიჩნევს აგრონომი, მეურნე აკაკი ღლონტი, რომელმაც საქართველოში პირველმა სცადა, დაემყნო მისივე დაკვირვებით შერჩეული წაბლის საუკეთესო ჯიშები და გამოუვიდა.

“კარმიდამო ჩემი” ესაუბრა აკაკი ღლონტს კონკრეტულად ამ თემაზე, თუმცა, ის მრავალმხრივი მეურნეა და ჩვენი მკითხველებისთვის არასდროს იშურებს საჭირო და საუკეთესო რჩევებს, რაც, უმეტესად, საკუთარი გამოცდილებით აქვს შეძენილი.

_ ბატონო აკაკი, პირველ რიგში გვინდა, ნამყენი წაბლის შესახებ გკითხოთ. როდის გაგიჩნდათ იდეა, დაგემყნათ წაბლი, რაც აქამდე არავის უცდია და რამდენად ხართ შედეგით კმაყოფილი?

_ ზოგადად, მყნობის მიზანი უკეთესი ჯიშის კიდევ უფრო გამრავლება და შენარჩუნებაა. წაბლის საუკეთესო ჯიშებიც ბუნებაში საკუთარი დაკვირვებით აღმოვაჩინე. ზოგი ადრე შემოდის, აგვისტოს ბოლოს; ზოგი _ სექტემბერში და ზოგიც _ უფრო მოგვიანებით. სელექცია ანუ შერჩევა და გამორჩევა ნებისმიერ დაინტერესებულ მეურნეს შეუძლია. მე ამით რაიმე საკვირველი არ აღმომიჩენია. როცა 2011 წელს პირველად ვცადე და დავამყენი, დაკვირვებამ მიჩვენა, რომ მყნობის პროცესს განსაკუთრებით სჭირდება სისწრაფე, მთრმილავი ნივთიერების შემცველობის გამო, რაც ჟანგვის პროცესს უწყობს ხელს. ამიტომ სწორედ ჟანგვის პროცესს რომ დავასწროთ, საჭიროა სისწრაფე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხური ენით რომ ვთქვათ, ნამყენის შეხორცება დაგვიანდება ან სულაც არ მოხდება. გეტყვით იმასაც, რომ 2012 წელს, თურქეთში ყოფნის დროს, ერთ-ერთ მეურნეობაში თურქი ფერმერი ამყნობდა კაკალს და რომ ვუამბე წაბლის მყნობის შესახებ, ძალიან გაუკვირდა და ინტერესი გამოხატა. ჯერჯერობით, მყნობის 30%-იანი შედეგი მაქვს. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ _ შედეგის გაუმჯობესება დაკვირვებით, უნარ-ჩვევების გამომუშავებით, ადვილად შეიძლება და მიუღწეველო არაფერია.

_ დათესვით თუ გიცდიათ წაბლის ნერგის მიღება?

_ არ ამართლებს. თესლს ამოსვლაც უჭირს და დამტვერვის გავლენით იგივე სახეობას ვერ ვიღებთ.

_ საძირეს შერჩევას როგორ ახდენთ?

_ აუცილებლად ერთი ან ორწლიანი უნდა იყოს. საძირეც და სანამყენეც ასევე ახალგაზრდა ასაკისა უნდა შეირჩეს.

_ წაბლის უპირველეს ღირსებად რას მიიჩნევთ?

_ რომელი ერთი ჩამოვთვალო? პირველ რიგში, მინდა, ყველას მოვუწოდო, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ამ ბუნებისგან ნაჩუქარ უნიკალურ კულტურას, რომელიც მოვლა-გაშენებისთვის დიდ ძალისხმევას სულაც არ გვთხოვს და დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. წაბლის უნიკალური ღირსებებია ის, რომ თაფლოვანი მცენარეა, ფუტკრისთვის საუცხოო “პლაცდარმია” წაბლის აყვავებული ხე. აქვს საუკეთესო ნაყოფი, რაზეც მსოფლიო ბაზარზე დღითიდღე იზრდება მოთხოვნა. გამოიყენება, როგორც კულინარიაში, ისე _ პარფიუმერიაში. მისი ტყეები თუ კორომები შესანიშნავ ქარსაფარს ქმნის ჩვენს პირობებში. მერქნის მასალა რომ ავეჯის წარმოებაში საუცხოოა, ვიცით, თუმცა, მის მოჭრაზე ნაკლებად უნდა ვიფიქროთ, რადგან წაბლს ძალზე ხანგრძლივად შეუძლია ადამიანს უდიდესი სარგებელი მოუტანოს და მისი ეკონომიკა საგრძნობლად გააუმჯობესოს.

_ მოსავლიანობის მიხედვით თუ არის გამორჩეული? მაგალითად, რა რაოდენობის წაბლი შეიძლება მივიღოთ ერთ ჰექტარზე?

_ წაბლს ერთ ჰექტარზე 5,5 ტონა მოსავლის მოცემა შეუძლია, ორჯერ მეტის, ვიდრე თხილს. ესეც გასათვალისწინებელია.

_ თხილის ეპოქა შესაძლოა, წაბლმა ჩაანაცვლოს?

_ შეცვლაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. უფრო გააგრძელებს, მგონია. რატომ? დავიწყოთ იმით, რომ წაბლი ენდემური კულტურაა. განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში. ნაკლები მოვლა და მზრუნველობა სჭირდება და ყვავილობს იმ დროს, როცა არ არსებობს წაყინვის საშიშროება. საადრეო, საშუალო და საგვიანო ჯიშებს გააჩნია თავისი ეკონომიკური უპირატესობანი _ საადრეოს ზოგჯერ მეტი ფასი აქვს, ასევე საგვიანოსაც. საშუალო ანუ შუა, სექტემბრის ბოლოს შემოდის. ასეთი ჯიში უფრო ფართოდ არის გავრცელებული და რაოდენობრივადაც მეტი მოსავლის მიღებაა შესაძლებელი.

_ ბატონო აკაკი, ფერმერთა წრეებში უკვე პოპულარული გახდა თქვენი, ასე ვთქვათ, ინოვაცია ფაროსანას და წაბლის ნაყოფის “ორთაბრძოლის” შესახებ, როცა მავნებელი უძლურია. კონკრეტულად გვითხარით ამის შესახებ.

_ ეს თვალსაზრისია და არა რაიმეს აღმოჩენა. უბრალოდ, დააკვირდით. წაბლის ნაყოფს გააჩნია უნიკალური ბუნებრივი ჯავშანი. ბევრად უფრო მაგარი და შეუვალი, ვიდრე თავად ფაროსანას. მოგეხსენებათ, ეს მავნებელი მხოლოდ სანაყოფე კვირტს აზიანებს და ნებისმიერი კულტურის სრული განადგურება შეუძლია, გარდა წაბლისა. წაბლის ნაყოფს ხომ საწყისიდანვე უხეში ეკლები გააჩნია, რის გამოც ფაროსანა უძლურია ჩაწვდეს სანაყოფე კვირტს და დააზიანოს.

_ ანუ ფაროსანასგან თავს სრულად იცავს წაბლი და თხილი ამ კულტურით უნდა ჩავანაცვლოთ?

_ ვიმეორებ, ასე არ ვფიქრობ. როგორმე ფაროსანასაც მოვერევით. ბუნებაც იმოქმედებს ამისთვის. ფაროსანასგან თავდაცვა წაბლის ნაყოფის ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა, თუმცა, ის კი არ “უფიქრია”, ფაროსანა გამოჩნდება და ეკლებს ამიტომ დავისხამო. წაბლზე იმდენად არის მოთხოვნა გაზრდილი, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ამ კულტურის კიდევ უფრო გაშენებაზე, მყნობაზე. წაბლი მართლაც ღმერთის საჩუქარია ჩვენთვის, რომლის ფასი ნაკლებად ვიცით და ახლა ვიგებთ.

_ როგორია წაბლის მოსავლიანობა წლების მიხედვით, რამდენად იმუნური მცენარეა, დაავადება ადვილად უჩნდება?

_ მოსავალს ორი წლის მანძილზე კარგად იძლევა, მესამე წელს კი იკლებს. ძირითადად, ყველა კულტურა ასეა. თხილს ყოველ წელს კარგი მოსავალი აქვს? რაც შეეხება დაავადებას, წაბლსაც უჩნდება მერქნის საფარი კანის ავადმყოფობა, უმეტესად სოკოვანი, თუმცა, ესეც განკურნებას ექვემდებარება. მოვლა ყველაფერს სჭირდება.

_ რას ურჩევთ ჩვენს მეურნეებს, როგორ გააშენონ და გააძლიერონ წაბლის კულტურა?

_ ისე არ გამიგოთ, რომ ვინმეს ვარწმუნებდე, თხილი აჩეხონ და წაბლის კულტურა დარგონ. ოღონდაც, წაბლის გაშენებაზეც ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც წლების წინ თხილისთვის დავიწყეთ ფაციფუცი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თხილის ეპოქას წაბლი გააგრძელებს, ამოუდგება გვერდით. წაბლი ჩვენი უნიკალური სიმდიდრეა და უნდა დავიწყოთ მასზე გულისხმიერი ზრუნვა. ის აუცილებლად გააძლიერებს ქართველი კაცის ეკონომიკას.

_ შესაძლოა, თქვან, რომ წაბლის მოსავლის მისაღებად დიდი დროა საჭირო. უნდა გაიზარდოს ხე, რომელიც ზოგჯერ სიმაღლეში 30-50 მეტრსაც აღწევს…

_ სულაც არა. საკუთარ კარმიდამოში დავამტკიცე, რომ წაბლის მოსავლის მისაღებად წლობით ლოდინი არაა საჭირო. ორწლიანი ნერგი უკვე მსხმოიარეა, ხუთ წელში კი კარგ მოსავალს მივიღებთ. თხილსაც თითქმის იგივე დრო არ ჭირდება? და თუნდაც, ცოტა მეტი დასჭირდეს, მერე რომ, ლამის საუკუნე განახლება არ ჭირდება? რა თქმა უნდა, თუ ახალ კორომებს გავაშენებთ, ეს სასურველიც არის და საჭიროც. მთავარია, მონდომება და მოტივირებული შრომა. მივცეთ ერთმანეთს მაგალითი _ ღობეების და საყანეების გასწვრივ, ცარიელ ფართობებზე, თუნდაც, სოფლების ტყიან, გამეჩხერებულ ადგილებში დავრგოთ წაბლი, ვისწავლოთ მისი მყნობა. მერწმუნეთ, ეს იქნება კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმე, რომელიც წითელი წიგნის ბინადრად ქცეულ ჩვენს უნიკალურ წაბლს, ჩვენი კარმიდამოების და ახლო-მახლო ტყეების სტაბილურ ბინადრად აქცევს და ქართველ კაცს ეკონომიკური ყოფის გაძლიერების საიმედო გარანტად დაუდგება.

გაზიარება5Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

როდის დავიწყოთ თხილის პლანტაციის შეწამვლა

დავიცვათ დედაბუნება _ ვუნახავთ თუ არა ტყეს შვილებს?

ყველა სიახლე

საზოგადოება

აფეთქება ოზურგეთში რესტორანთან- რას ამბობენ მომხდარზე ჩოხატაურში

22:31; 17.02.2026
საზოგადოება

Hello Tech გოგოებისთვის

20:27; 17.02.2026
სამართალი

გურიაში აფეთქება მოხდა- რა არის ცნობილი

19:52; 17.02.2026
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

18:28; 17.02.2026
სამართალი

კონფლიქტი გია ბარამიძესთან, თავდასხმა გოგი თოფაძის შვილიშვილზე და ახალი ბრალდება: შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზება – რა არის ცნობილი ბუსა ჟვანიაზე?

16:44; 17.02.2026
საზოგადოება

სახლი იწვის- რა ვითარებაა ადგილზე

15:00; 17.02.2026
პოლიტიკა

“სპორტის უნივერსიტეტი გააუქმეს. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს”- მიხეილ ყაველაშვილი

14:31; 17.02.2026
პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებიან

14:17; 17.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს

14:03; 17.02.2026
საზოგადოება

“უბედურება დამემართა, დავიღუპე…” – გრიშა ონიანი

13:30; 17.02.2026
საზოგადოება

“გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა” – რას ამბობს ნინო ქადაგიძე-ჟვანია პროკურატურის განცხადებაზე

13:20; 17.02.2026
სპორტი

ჩოხატაურელი გიორგი მეფარიშვილი საქართველოს ოცწლამდელთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა

12:48; 17.02.2026
საზოგადოება

ნიკო კვარაცხელიას დედა ბუსა ჟვანიას დედას მიმართავს

12:30; 17.02.2026
საზოგადოება

რას ითხოვენ სოფელ მშვიდობაურის მცხოვრებლები

11:43; 17.02.2026
საზოგადოება

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!!” _ ნიკო კვარაცხელიას დედა

11:35; 17.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო