2018 წლის დადგომა ჩოხატაურში კონცერტით და გრანდიოზული ფეიერვერკით აღნიშნეს.
ხელოვნების სასახლესთან შეკრებილ მოსახლეობას საკონცერტო ნომრები ადგილობრივმა ანსამბლებმა და მომღერლებმა შესთავაზეს.
მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა თითქმის ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ახალი წლის დადგომა ჩოხატაურელებს გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ გურიის სამი მუნიციპალიტეტიდან ჩოხატაური ერთადერთი იყო, სადაც ახალი წლის დადგომა საგანგებოდ შექმნილი პროგრამით და განსაკუთრებული ზეიმით აღნიშნეს.
ჩოხატაურში მიმდინარე საახალწლო კონცერტი გურია ნიუსის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.