საყოველთაო კარანტინის რეჟიმის დარღვევის გამო ახალი ზელანდიის ჯანდაცვის მინისტრი, დევიდ კლარკი დააქვეითეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,nzherald” -ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა , ჯასინდა არდენისმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ამის შესახებ თავად გამოუტყდა და უთხრა, რომ იზოლაციის პერიოდში კარანტინის რეჟიმი 2-ჯერ დაარღვია და ოჯახთან ერთად სანაპიროზე იმყოფებოდა.
პრემიერის თქმით, საყოველთაო კარანტინის დარღვევის გამო მინისტრი დააქვეითდა.
„ნორმალურ პირობებში ჯანდაცვის მინისტრს თანამდებობიდან გადავაყენებდი. ის, რაც მან გააკეთა, არასწორია და არანაირი გამართლება არა აქვს. თუმცა ახლა ჩვენი პრიორიტეტია კორონავირუსის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა. ჯანდაცვის სექტორში მასობრივ დარღვევებს ვერ დავუშვებთ. მხოლოდ ამ მიზეზით, კლარკი თავის პოსტს შეინარჩუნებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
არდენის განცხადებით, ის ფინანსთა მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს და მინისტრთა კაბინეტში რანგით დაქვეითდება.