ახალციხეში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა, მზია კაკოშვილმა, „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.
კაკოშვილის თქმით, ინფიცირებულია 30 წლამდე კაცი, რომელსაც მოგზაურობის ისტორია აქვს.
„პაციენტი ცხელების ცენტრში 28 აპრილს ახალციხის საკარანტინო ზონიდან შემოვიდა, დაახლოებით 30 წლამდე მამაკაცია, მას მოგზაურობის ისტორია აქვს, ეს პაციენტი ჩვენთან ჩივილების გარეშე შემოვიდა, მას ჰყავდა მეგობარი, მაღალი ტემპერატურით, რომლის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება მოხდა და რადგან ეს კაცი კონტაქტში იყო, ამიტომ ისიც გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. დღეს დილით პასუხი მივიღეთ დადებითი, შეფასებულია როგორც მსუბუქი შემთხვევა და გადაყვანილია გორის ჰოსპიტალში“, – აღნიშნა მან.