https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

    ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

    რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

    ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

    ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

    სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„ახლა მოედანზე გახვალ, ბიჭებს დააწყნარებ და გოლს გაიტან!“

13:48; 5.11.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოლიმპიურ თამაშებს არაერთხელ შევეხეთ და სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელთა მოგონებებიც ხშირად შემოგთავაზეთ. ამ ტრადიციას დღესაც გავაგრძელებთ და სიტყვას სათამაშო სახეობების მონაწილე ქართველ ოლიმპიელებს გადავცემთ.

ალექსანდრე ანპილოგოვი

„1976 წელს, მონრეალის ოლიმპიური თამაშების წინ მთავარ ფავორიტებად რუმინელები ითვლებოდნენ, იმ დროისთვის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები. ოლიმპიადამდე მათ ოთხჯერ ვეთამაშეთ ამხანაგურად და ყველა შეხვედრა წავაგეთ. მიუხედავად ამისა, გვჯეროდა, რომ იქ, ოლიმპიადაზე ჩემპიონობის ძალიან კარგი შანსი გვქონდა. ჯგუფური ტურნირის სტარტზე ორჯერ იოლად გავიმარჯვეთ – იაპონიას 26:16, კანადას კი 25:9 მოვუგეთ. მომდევნო შეხვედრაშიც თავდაჯერებულები გავედით, მაგრამ იუგოსლავიელებმა ორი ბურთით მოგვიგეს – 18:20. მერე გერმანელებსაც ვაჯობეთ და დანიელებსაც… ფინალში ჩვენს „კარგ ნაცნობებს” – რუმინელებს დავუპირისპირდით. კარგად ვითამაშეთ, მთელი შეხვედრის მანძილზე ჩვენ ვფლობდით უპირატესობას, თუმცა უკანასკნელ ხუთ წუთში სიტუაცია შეიცვალა – მეტოქემ იძალა და ანგარიში გაათანაბრა. სათადარიგოთა სკამზე ვიჯექი, როცა ჩვენი მწვრთნელი ანატოლი ევტუშენკო მოვიდა და მითხრა, ეხლა მოედანზე გახვალ, ბიჭებს დააწყნარებ და გოლს გაიტან! იცოდე, ვინც პირველი შეაგდებს, ჩემპიონიც ის გახდებაო… მეც მეტი რა მინდოდა?! თამაშში ჩართულმა მალე ბურთი ეფექტურად შევაგდე, საბოლოოდ კი 19:15 მოვიგეთ და ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით!

ვერ ვიტყვი, რომ ოქროს მედლების მოგება დიდი ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ. მსგავსი არაფერი ყოფილა. ისე, სამი ღამე მედალთან ერთად მეძინა – მეშინოდა არ დამკარგვოდა.

თბილისში დაბრუნებულს მამამ გამარჯვება მომილოცა, თუმცა იქვე მირჩია, ახლა მეტი თავმდაბლობა გმართებს და ეცადე ეს გამარჯვება დაივიწყო, ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ შენ ბევრისთვის სამაგალითო ხარ და არ შერცხვეო. ის სიტყვები ამდენი წლის შემდეგაც მახსოვს.

მედლებთან დაკავშირებულ ერთ სახალისო ამბავს გავიხსენებ, რომელიც ირიბად, მაგრამ მამის დარიგებასთანაცაა კავშირში. 1976 წლის სექტემბერში თბილისში „დინამოს” სტადიონი გაიხსნა და როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, მეც მიმიპატიჟეს. ვიფიქრე, ოლიმპიური მედალი როგორ არ უნდა გამოვაჩინო-მეთქი და მასთან ერთად თუ რამე ჯილდო მქონდა მოგებული, სამი-ოთხი მედალი, ყველაფერი ჩამოვიკიდე. მივედი სტადიონზე და ვიქტორ სანეევს შევხვდი, მთელი მკერდი ჯილდოებით აქვს სავსე! გავეხუმრე, სახლში მედლები არ დატოვე-მეთქი?! ვიქტორმა სერიოზულად მიპასუხა, ამათ გარდა 40 კილომდე ჯილდოები ჩემოდანში მაქვს ჩალაგებულიო… შემრცხვა. ვიფიქრე, ჩემი რამდენიმე მედალი ამ კაცის ტიტულებთან რა მოსატანია-მეთქი და მას შემდეგ მსგავს შეხვედრებზე ჯილდოებით მკერდდამშვენებული არასდროს მივსულვარ.

მონრეალის ოლიმპიური თამაშების მერე მსოფლიოს საუკეთესო ხელბურთელთა შორის მასახელებდნენ. სხვათა შორის, ორჯერ მსოფლიო ნაკრებშიც ვითამაშე!

1980 წელს, მოსკოვის ოლიმპიადაზე უკვე მთავარი ფავორიტები ვიყავით. ეს ორი მიზეზით იყო განპირობებული: ჯერ ერთი რომ თამაშები საბჭოთა კავშირში ტარდებოდა, მეორეც – იმ დროისთვის მართლა ძალიან ძლიერები ვიყავით. მიუხედავად ამისა, მაინც მეორე ადგილზე გავედით, რაზეც დღემდე გული მწყდება. მაშინაც ვთვლიდი და ეხლაც იმ აზრზე ვარ, რომ ფინალში ჩვენი წაგება მთავარი მწვრთნელის ანატოლი ევტუშენკოს ბრალია. ის ნიჭიერი სპეციალისტი კი იყო, მაგრამ განდიდების მანიით გახლდათ შეპყრობილი. ამის გამო ხშირად ექმნებოდა პრობლემები.

მონრეალის მსგავსად, მოსკოვის ოლიმპიადაც ძლიერად დავიწყეთ. ჯგუფში მხოლოდ ერთხელ წავაგეთ – რუმინეთთან 19:22, თუმცა ფინალის საგზური მაინც ჩვენ დაგვრჩა. გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებს ვხვდებოდით. პირველ ტაიმში მართლა უნაკლოდ ვითამაშეთ, შვიდი თუ რვა ბურთით მოვიგეთ და შესვენებაზე გულდამშვიდებულები გავედით. ამ დროს კი ევტუშენკო გასახდელში აღელვებული შემოვიდა, თან პარტაქტივი ახლდა. ბიჭებს შავი დღე გვაყარა, იცოდეთ, ჩემი ტაქტიკით თუ არ ითამაშებთ, ციმბირი უკან დაგრჩებათო! გაგვთათხა და დაგვემუქრა! მწვრთნელის ასეთმა საქციელმა ხასიათი წაგვიხდინა. მეორე ტაიმში ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მწვრთნელის „გონივრული დარიგების” შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, ამის შედეგად უპირატესობა თვალსა და ხელს შუა შემოგვეცალა და საბოლოოდ ფინალი 22:23 წავაგეთ.

მწვრთნელმა ვერც ბანკეტზე მოისვენა, კვლავ საყვედურებით აგვავსო. ერთ მომენტში ვერ მოვითმინე და შევეპასუხე. ამას მოჰყვა ის, რომ მწვრთნელმა გუნდიდან ამომაგდო, თან, ჩემს გარდა ყველამ მიიღო სახელმწიფო ჯილდო. ევტუშენკო არც შემდგომში აპირებდა ნაკრებში ჩემს მიწვევას, მაგრამ მწვრთნელთა საბჭომ უკან დახევა მოსთხოვა და 1982 წელს კვლავ გუნდში მიხმო. იმ წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგეთ!

ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაც მოვიგე და მსოფლიო ჩემპიონატიც, მაგრამ „ბურევესტნიკის” შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონი ვერ გავხდი. გული როგორ არ მწყდება, მაგრამ იცით რა არის? მიუხედავად არაერთი მიპატიჟებისა, თბილისიდან წასვლა არ მიფიქრია – მეგობრების, ოჯახის, ჩემი მშობლიური ქალაქის მიტოვება მიჭირდა“.

ნიკოლოზ დერიუგინი

„1980 წელს, მოსკოვში ოლიმპიადის მოგების ბრწყინვალე შანსი გვქონდა, ყველა ფიქრობდა, რომ საბჭოთა კავშირის ნაკრები უპრობლემოდ გახდებოდა ჩემპიონი. თანაც, ხომ გახსოვთ, ამერიკელები არ ჩამოვიდნენ… მოკლედ, ჩვენგან ყველა პირველობას ელოდა, ჩვენც გამარჯვებაში დარწმუნებულნი ვიყავით, მაგრამ… იუგოსლავიის და იტალიის ნაკრებებს სათვალავში არავინ აგდებდა, არადა სწორედ მათთან დავმარცხდით – იუგებთან 91:101, სკუადრასთან 85:87. მე 8 შეხვედრაში ვითამაშე და ზუსტად მახსოვს, 67 ქულა დავაგროვე. ყველაზე მეტი ქულა – 17, ინდოეთთან მატჩში ჩავაგდე. ისე, იმ იუგოსლავიის სასტარტო ხუთეული ახლაც მახსოვს: ჩოსიჩი, დელიბაშიჩი, ერკოვი, დალიპაგიჩი და კიჩანოვიჩი“.

ვლადიმერ უგრეხელიძე

„1960 წელს, რომში, ოლიმპიადის ნახევარფინალში პუერტორიკოელებს შევხვდით. მატჩის დასრულებამდე 58 წამი რჩებოდა, ჩვენ 24 ქულას ვიგებდით, როცა კალათიდან ასხლეტილ ბურთზე დასამატებლად ავხტი. ჰაერში მეტოქე შემასკდა. წონასწორობადაკარგული, ცუდად რომ არ დავცემულიყავი, კალათის რგოლს ჩავეჭიდე… მაშინ სად იყო ასეთი რგოლები?! ფარი მოწყდა და მასთან ერთად დავვარდი. ჩემდა ბედად, დახრა მოვასწარი, თორემ იმხელა კონსტრუქცია თავს წამაცლიდა… შუშა ჩაიმსხვრა. მის გამოცვლას ორ საათზე მეტი დასჭირდა. მერე, როცა ფარი ხელახლა დააყენეს, ის დარჩენილი 58 წამიც ვითამაშეთ. ფინალში ამერიკელებს შევხვდით. დასამალი რაა: გვაჯობეს და ჩვენც ვერცხლის მედლებით დაგვაჯილდოვეს. სხვათა შორის, თბილისში პუერტორიკოელებთან გატეხილი ფარის ნამსხვრევებიც წამოვიღე. დიდხანს ვინახავდი, სანამ შვილიშვილებმა საბოლოოდ არ დალეწეს.

რომის ოლიმპიადიდან ერთ კურიოზს გავიხსენებ: იტალიელებთან მატჩის დროს გურამ მინაშვილმა შემთხვევით იდაყვი მოარტყა მათ ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშე ვიონელოს. იტალიელს სისხლი წასკდა, გაბრაზებულმა გულშემატკივრებმა კი მონეტები დაგვიშინეს. ბიჭებმა ფიცარნაგზე დაყრილი ფული შევაგროვეთ, მეორე დღეს კი იმ „ძღვენით” პოპულარული იტალიური ფირფიტები შევიძინეთ“.

მიხეილ ქორქია

„მიუნხენის ოლიმპიადაზე ჩემი თამაში თბილისში გამართული იური გაგარინის მესამე მემორიალის შემდეგ გადაწყდა. ეს შეჯიბრება ზუსტად თამაშების წინ გაიმართა. მაშინ გუნდს ვლადიმერ კონდრაშინი წვრთნიდა. თბილისში მართლა ძალიან კარგად ვითამაშე, საკანდელიძეც ჩვეულად ბრწყინვალე იყო და მწვრთნელმაც ორივე განაცხადში შეგვიყვანა.

ოლიმპიადაზე ცხრავე შეხვედრა მოვიგეთ! ყველაზე მეტი ქულა – 13 – ფილიპინელებთან ჩავაგდე, უქულოდ კი ორ თამაშში დავრჩი – ჯგუფში იტალიელების და ნახევარფინალში კუბელების წინააღმდეგ.

ფინალში ჩვენი მეტოქეები ამერიკელები იყვნენ. ერთ მომენტში, დუაიტ ჯონსთან ორთაბრძოლისას, ბურთი ვერ გავიყავით. ამერიკელი მეუხეშა და არც მე დამიკლია, მსაჯებმა კი ორივე გაგვაგდეს. სათადარიგოთა სკამისკენ რომ მივდიოდი, მწვრთნელს თვალს ვერ ვუსწორებდი, ვფიქრობდი, მორჩა, ნაკრებში ჩემი კარიერა დასრულდა-მეთქი. მაგრამ კონდრაშინი თვითონ მოვიდა, თამაშისთვის მადლობა გადამიხადა, ბეჭზე ხელი მომითათუნა და მითხრა: „იცი შენ ვინ გააგდე”? ფინალი როგორც დასრულდა, გემახსოვრებათ: საკანდელიძის „ოქროს ფოლი”, ივან ედეშკოს „ოქროს პასი” და სერგეი ბელოვის „ოქროს ორი ქულა”. საბჭოთა კავშირის ნაკრები პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!

მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ ნაკრებთან ერთად რამდენიმე დიდ ტურნირზე ვითამაშე, ორჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალში დავმარცხდით, 1976 წელს  ოლიმპიადაზე ბრინჯაო ავიღეთ… გულახდილად რომ ვთქვა, მიუნხენის ოლიმპიადის შემდეგ გუნდში კრიზისი დაიწყო – არაერთი ლიდერი წავიდა, ახლების დამკვიდრებას კი საკმაო დრო დასჭირდა. მეც წლები მემატებოდა, ძველებურად ვეღარ ვთამაშობდი, მაგრამ მწვრთნელების მხარდაჭერა და სიტყვები ძალას მმატებდა. თუმცა, 70-იანი წლების მიწურულს ვარჯიში სულ უფრო მიჭირდა – ცალკე კლუბი, იქით ნაკრები… თან, რაც დრო გადიოდა, ოჯახი სულ უფრო დიდ ადგილს იკავებდა ჩემს ცხოვრებაში… ეგეც არ იყოს, ზურგის ტრავმაც მტანჯავდა – ტკივილი სულ უფრო ძლიერდებოდა“.

ვაჟა კაჭარავა

„ტოკიოს 1964 წლის ოლიმპიადისთვის საგანგებო რეჟიმში ვემზადებოდით, თითქმის 10 თვის განმავლობაში დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით, ყოველი 25 დღის შემდეგ კი 5 დღით გვასვენებდნენ. ნაკრებში მოხვედრა არ გამჭირვებია – მწვრთნელებმა მაგრძნობინეს, რომ ძირითად შემადგენლობაში ვიყავი. გუნდის მაშინდელმა კაპიტანმა იური ჩესნოკოვმა მწვრთნელების დანაბარები გადმომცა: არ ინერვიულოს, ჩვეულებრივად ივარჯიშოს, კონკურენცია მას არ ეხებაო… მეც ვვარჯიშობდი და მშვიდად ველოდი თამაშების დაწყებას.

იაპონიაში ჩვენი მთავარი კონკურენტები მასპინძლები, რუმინელები და ჩეხოსლოვაკიელები იყვნენ. ყველას ვაჯობეთ! ვერ ვიტყვი, რომ ლამაზი თამაში ვაჩვენეთ, ასე ნაღდად არ ყოფილა, მაგრამ მთავარს ხომ მივაღწიეთ?! ჩემპიონები გავხდით, ოლიმპიური ჩემპიონები!

ოქროს მედლებისთვის ათი ქვეყნის ნაკრები იბრძოდა. ჩვენ 3:0 მოვუგეთ რუმინელებს, ჰოლანდიელებს, სამხრეთ კორეასა და უნგრეთს, ჩეხოსლოვაკია 3:2 დავამარცხეთ, შემდეგ კი მასპინძლებთან 1:3 წავაგეთ. უკანასკნელ ორ შეხვედრაში აუცილებლად 3:0 უნდა მოგვეგო. ჯერ ბულგარელებს ვაჯობეთ, ოქროს მედლები კი ბრაზილიასთან პაექრობაში მოვიპოვეთ – 15:6, 15:5 და 15:4! მოსკოვში დაბრუნებულებს კრემლში გვიმასპინძლეს, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ კოსიგინმა კი პირადად მოგვილოცა წარმატება. იმ საღამოს მან ჩვენი გამარჯვება პარტიის „სასიკეთოდ” გამოიყენა და გაუთავებლად ილაპარაკა კაპიტალისტურთან შედარებით საბჭოთა სისტემის უპირატესობაზე.

ოლიმპიადის დღეებიდან ერთი კურიოზი მახსენდება: ძალოსნობაში ზემძიმეწონოსანი ლეონიდ ჟაბოტინსკი ოქროს მედლის მოგების შემდეგ ველოსიპედით დასეირნობდა სოფელში. ერთ დღეს თანაგუნდელი ალექსანდრ ვახონინი შეისვა კისერზე და… ველოსიპედმა ვერ გაუძლო – გატყდა. მახსოვს გაკვირვებული იაპონელები ბოდიშებს რომ იხდიდნენ: ბატონი ჟაბოტინსკის წონა ცხადია გავითვალისწინეთ, მაგრამ თუ ვინმეს კისერზე შეისვამდა, ეს აღარ გვიფიქრიაო..“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28 თებერვალი, 2026
სპორტი

ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნის ტურნირი

12:14; 26 თებერვალი, 2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25 თებერვალი, 2026
სპორტი

„გურიას“ ტესტი: ერთ „მერანს“ მოუგო, მეორესთან წააგო, ყოფილ კაპიტანთან ფრედ ითამაშა, ფოთელი ახალგაზრდები არ დაინდო…

11:38; 24 თებერვალი, 2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22 თებერვალი, 2026

„დღეს შეგნებულად არ დავდივარ სტადიონზე“

"ერთ დღესაც ვეღარ გადავიღებ, აღარ შემიძლია"

ყველა სიახლე

მსოფლიო

ირანში საჰაერო დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

22:18; 28.02.2026
საზოგადოება

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში უნიკალური მცენარეები და მნიშვნელოვანი ექსპონატები დაზიანდა

21:56; 28.02.2026
სამართალი

მიხეილ ქავთარაძის მკვლელობა- ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინეს

21:13; 28.02.2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28.02.2026
პოლიტიკა

“ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ”- მაკა ბოჭორიშვილი

20:40; 28.02.2026
საზოგადოება

ირანელი ხალხის მხარდასაჭერად ირანის საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ

20:02; 28.02.2026
მსოფლიო

ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ – იერიშის შედეგები ჯერჯერობით უცნობია

18:53; 28.02.2026
საზოგადოება

ხანძარი სწრაფად გავრცელდა – საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17:57; 28.02.2026
საზოგადოება

მცხეთა-შიომღვიმის მონასტრის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

17:32; 28.02.2026
მსოფლიო

რუსეთი ირანზე დარტყმებზე: მოვითხოვთ, რომ სიტუაცია დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს პოლიტიკური და დიპლომატიური მოგვარების გზას

17:10; 28.02.2026
მსოფლიო

ავაიადარტყმების შედეგად ირანში დაღუპულთა რიცხვი იზრდება

16:50; 28.02.2026
მსოფლიო

ფონ დერ ლაიენი: ირანში განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია

16:19; 28.02.2026
მსოფლიო

სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიები ახლო აღმოსავლეთში რეისებს აუქმებენ

16:03; 28.02.2026
მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ჩემი მიზანი ირანში ხალხის თავისუფლებაა

15:43; 28.02.2026
მსოფლიო

აბუ-დაბიში ირანის სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

14:30; 28.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო