გურიაში კორონავირუსით კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.
„გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს, რომ გარდაცვლილი ლიხაურის მკვიდრი ასაკოვანი მამაკაცია.
ცნობისთვის, გარდაცვალების შემთხვევა 3 მაისს დაფიქსირდა.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ოზურგეთში სულ ინფიცირებული 49 ადამიანია გარდაცვლილი.