ქუთაისის და წალკის გარდა პარლამენტთან მიმდინარე აქციას სვანეთიდანაც შეუერთდა ხალხი. როგორც ისინი ამბობენ თბილისში ზაზა სარალიძის და ყველა შვილმკვდარი მშობლის მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ.
” მესიას ელოდებით თუ რას ელოდებით ახლა სახლებში სუფრასთან?” _აქციაზე ხალხს მოსვლისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან უკვე მესამე დღეა აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ზაზა სარალიძეს, ისინი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ, ასევე, მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.