აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ არიან დაკავებულები. აქციის ორგანიზატორები მოუწოდებენ ხელისუფლებას და სამართალდამცველებს, რომ დაკავებულები გაათავისუფლონ.
აქციაზე, პარლამენტის წინ, ამ დრომდე არ გამოჩენილა ზაზა სარალიძე. როგორც ცნობილია ის ვაკის პარკში იმყოფებოდა დღეს აქციაზე. საიდანაც სახალხო დამცველთან ერთად წამოვიდა.