უბედური შემთხვევა მოხდა გურჯაანში. ალაზნის სარწყავ არხში 57 წლის მამაკაცი და 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. მამა შვილთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ნაპირზე გამოსვლა ვეღარ შეძლო.
6 წლის ბიჭის ცხედარი სამაშველო სამასახურმა დღეს გამთენისას სოფელ ვეჯინთან სარწყავ არხში იპოვა, მამის პოვნის სამძებრი სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება.
ადგილზე სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.