ცოტა ხნის წინ შსს-მ გააკეთა განცხადება რომ დაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი. თუმცა ხაბეიშვილი ამ წუთებში რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ იმყოფება. მან აღნიშნული ფაქტის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. ხაბეიშვილის თქმით, მისი დაკავების მცდელობაც კი არ ყოფილა.
,,ალბათ, სია ჰქონდათ, ვინც უნდა დაეკავებინათ და ავტომატურად წაიკითხეს ეგ სია. აბა, აქ ჩემი დაკავების მცდელობაც არ იყო. ეგენი დასაკავებლად დასდევენ პოლიტიკურ პარტიებს. ამისთვის წინასწარ აქვს სიები გაკეთებული, თუ ვინ უნდა დააკავაონ”, _ თქვა ხაბეიშვილმა.