“ალბათ, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები” – ასე გამოეხმაურა მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე თსუ-ში მომხდარს, რომლის დროსაც კობახიძეს ლექციის შემდეგ სტუდენტებმა რუსული რუბლები თავზე გადააყარეს.
„როდესაც ამბობთ, რომ დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარ ამბავს „ფორმულაც“ ესწრებოდა, შეცდომას უშვებთ, რადგან „ფორმულა“ თავად ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. თავიდან მივიდნენ ჟურნალისტები და ამის შემდეგ მიჰყვნენ სხვა ადამიანები, რომლებმაც, ალბათ, ხოშტარიას გამოართვეს რუბლები და ამით პროვოკაციის მოწყობა სცადეს, თუმცა არ გამოუვიდათ, რადგან სტუდენტებისგან საკადრისი პასუხი გაეცათ. ისინი, ვინც პროვოკაციას აწყობდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები იყვნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციისთვის, თსუ-ის მეორე კორპუსში, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე სტუდენტმა პროტესტის ნიშნად, ლექციის დასრულების შემდეგ მას რუსული რუბლები კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა.
შეგახსენებთ, მსგავსი პროტესტი სტუდენტებმა კობახიძეს ლექციაზე მაშინაც გამოუცხადეს, როდესაც მან რუსულ კანონს დაუჭირა მხარი. მაშინ მას იმ აუდიტორიის კარზე, სადაც ლექციას ატარებდა, საპროტესტო წარწერები დაახვედრეს.