საქართველოს პარლამენტის წევრმა, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო წილოსანმა, ადგილობრივ ამომრჩეველს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი წარუდგინა.
წარდგენას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, მხარის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და პარლამენტის წევრი ბიძინა გუჯაბიძე ესწრებოდნენ.
ნინო წილოსანმა ამომრჩეველს ალექსანდრე სარიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. დეპუტატის თქმით, ხალხის მიერ რჩეული მერი უნდა იყოს ყურადღებიანი, გამოცდილი, შინაურ მეურნეობაში გარკვეული პიროვნება, რომელიც ყველა ადამიანის სატკივარს, პრობლემას გაითავისებს და მყისიერად მოაგვარებს.
„თქვენზე უკეთესად არავინ იცის, ვინ მიხედავს ჩვენს რაიონს კარგად, სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, თქვენი არჩევანი იქნება სწორი. თქვენი მერი კი იქნება ის ადამიანი, რომლიც თქვენს პრობლემებს გაითავისებს და ყველაფერს გააკეთებს. სწორედ ასეთი ადამიანია ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი”, – განუცხადა ამომრჩევლებს წილოსანმა.
მერობის კანდიდატმა მხარდამჭერებს და მმართველ გუნდს მადლობა გადაუხადა. როგორც სარიშვილმა აღინიშნა, ის არის რიგითი ლანჩხუთელი და მისთვის ცნობილია ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.
„მიმუშავია როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე საკანონმდებლო ორგანოში, ჩემი გამოცდილება მაძლევს იმედს, რომ ყველა იმ პრობლემას, რომელიც თქვენი ოჯახების წინაშე დგას, გავითავისებ და მივიტან გულთან. მინდა თქვენი ჩართულობა იყოს მაქსიმალური და რაიონის წინაშე მდგარი პრობლემები ერთად მოვაგვაროთ. მოსახლეობას ვპირდები, მუხლჩაუხრელად ვიმუშავებთ, რომ ყოველი დღე გახდეს უფრო უკეთესი”, – განაცხადა ლანჩხუთის მერობის კანდიდატმა შეხვედრა. (R)