საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ალექსანდრე სარიშვილი, სოფელ გვიმბალაურის მოსახლოებას შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო წილოსანი და სოფლის მაჟორიტარობის კანდიდატი ცისანა ურუშაძე.
ნინო წილოსანმა ადგილობრივი თვითმმართველობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ლანჩხუთს უნდა ჰყავდეს მერი, რომელიც იქნება საუკეთესო მენეჯერი, კარგი მეურნე და მოტივირებული ადამიანი.
დეპუტატამა ასევე ლანჩხუთში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. ,,ბოლო წლებში არაერთი საბავშვო ბაღი და სკოლა რეაბილიტირდა, აშენდა ახალი შენობები. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება”, – აღნიშნა წილოსანმა.
ალექსანდრე სარიშვილმა ამომრჩეველთან სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მოსახლეობის ჩართულობით დაიგეგმება, რათა მაქსიმალურად იყოს მორგებული მათ ინტერესებს.