პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ალექსანდრე სარიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს.
სარიშვილი ამჯერად, სოფელ ჯაპანის მოსახლეობას შეხვდა და ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა წულაძე წარუდგინა. მერობის კანდიდატმა სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ალექსანდრე სარიშვილმა შეხვედრა ასევე, ლანჩხუთში, ორაგვისღელის უბანში გამართა, სადაც ამომრჩეველს ამავე უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გვარჯალაძე წარუდგინა.
სარიშვილმა ამომრჩეველს ადგილობრივი თვიმმართველობის საქმიანობაში ჩართულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს და ყველა პროექტი მათთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს.
„შიდა გზები, ხიდები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება ეს ის საკითხებია, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა მოგვარდეს“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.