პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატმა ალექსანდრე სარიშვილმა შეხვედრა ლანჩხუთში, ორაგვისღელის უბანში გამართა, სადაც ამომრჩეველს ამავე უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი გვარჯალაძე წარუდგინა.
ალექსანდრე სარიშვილმა ამომრჩეველს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩათულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს და ყველა პროექტი მათთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს.
„შიდა გზები, ხიდები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება ეს ის საკითხებია, რომლებიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მაქსიმალურად უნდა მოგვარდეს“, – აღნიშნა მერობის კანდიდატმა.