https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ალექსანდრე თავართქილაძე: „აქტივირებული უჯრედების გადანერგვა, ქართული მედიცინის უდიდესი წარმატებაა“

10:12; 12.12.2019
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

როგორც ჩვენს მკითხველებს შევპირდით, გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს ონკოლოგსა და გენეტიკოსთან. პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის კლინიკურ დირექტორთან, ალექსანდრე თავართქილაძესთან. ის ოზურგეთელია, ჯერ მხოლოდ 38 წლის-მედიცინაში საარაკო მიღწევებით.

მშობლიური გურია განსაკუთრებით ელოდება მასთან შეხვედრას.

 -ბატონო ალეკო,  უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დაამთავრეთ, რეზიდენტურაში სად სწავლობდით?

– 2005-11 წლებში ლუი პასტერის სახ. უნივერსიტეტში ვიყავი, Civil-ის ჰოსპიტალის ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტში. აქვე ვსწავლობდი რეზიდენტურასა და დოქტორანტურაშიც, სპეციალობით ონკოლოგია და ჰემატოლოგია. შემდეგ იყო სტაჟირებები: ჟენევის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტში, პიერ და მარია კიურების სახელობის სახ. ონკოლოგიის დეპარტამენტში, ჩიბას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ულუდაგის უნივერსიტეტის კლინიკური ბიოქიმიისა და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტში… ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს. მთავარია ის, რომ დღეს ონკოლოგიაში საინტერესო ძვრებია მსოფლიოში და დროს არ უნდა ჩამორჩეს ექიმი. მუდამ სიახლის ძიებაში უნდა იყოს. უახლესი ინფორმაცია-ლიტერატურა  მოიძიოს. თითოეული პაციენტი მისთვის ახალი განტოლებაა. იმდენი ტიპის – სახეობის კიბო არსებობს, რამდენიც პაციენტია, რადგან თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, ასევეა ავადობაც და მისი მიმდინარეობის პროცესიც. მე თუ მკითხავენ, გაიდლაინებით მკურნალობის მეთოდიკა წარსულს უნდა ჩაბარდეს.  მედიცინა პერსონალიზირებული უნდა იყოს. ინდივიდუალურად უნდა ხდებოდეს პაციენტის მკურნალობის მეთოდის შერჩევა, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი გენეტიკა.

დამეთანხმებით, XX საუკუნეში ადამიანის სიკვდილის მთავარ მიზეზად, გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებებთან ერთად, სიმსივნური დაავადებებიც იქცა. შესაბამისად, გაზრდილია ყურადღება კიბოს მიმართ. ვარაუდობენ, რომ XXI საუკუნეში კიბოთი სიკვდილიანობის ხარისხი გადააჭარბებს  გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემის დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. შესაბამისად ამისა, მოსალოდნელია ონკოლოგიური დაავადებების პროგრესული ზრდა.

_ბატონო ალეკო, რა არის  ონკოლოგიურ პათოლოგიათა ზრდის მიზეზები?

 ჯერჯერობით, საკამათოა და დაუზუსტებელი. ერთი რამ ფაქტია – მსოფლიოს სამეცნიერო ტექნოლოგიური რევოლუციის განვითარების პარალელურად, ონკოლოგიური დაავადების რიცხვი კატასტროფულად იზრდება. თუმცა, კიბო ათასწლეულთა წინათაც არსებობდა. ანტიკური და რენესანსის პერიოდის ხალხსაც კი, ასე ვთქვათ, შიშის ზარს სცემდა.

_ როდის იღებს კიბო ორგანიზმში სათავეს?

– კიბო და ზოგადად ავთვისებიანი სიმსივნეები ორგანიზმში საწყისს მანამდე იღებს, სანამ სხეულის – ორგანოს უჯრედები უკონტროლო ზრდას დაიწყებდნენ.   თითოეული მათგანი ვლინდება უჯრედების (კონტროლიდან გამოსული) არანორმალური ზრდის გამო. სიმსივნური დაავადება არსებობს ცოცხალი სისტემის გაჩენისა და განვითარების პერიოდიდან, რომლითაც შეიძლება დაავადდეს ყველა ცოცხალი არსება. მისი განვითარება სამსაფეხურიანი პროცესია: 1.ინიციაცია, ანუ საწყისი ნორმალური უჯრედის მიერ უსაზღვროდ გამრავლების უნარის შექმნა; 2. პრომოცია, ანუ სიმსივნური უჯრედის აქტივაცია; 3. სიმსივნური პროგრესია, რომელიც ვითარდება სიმსივნის ზრდის შესაბამისად. 

_ ონკოლოგიური დაავადება ეს „განაჩენია“ ადამიანისთვის?

_ არა. მართალია, რთულია მასთან ბრძოლა, მაგრამ დროული გამოვლინება და აქტიური, ხარისხიანი მკურნალობა ცუდ შედეგებს ნამდვილად არ გვაძლევს. ოღონდ ეს მოითხოვს დიდ ნებისყოფას, მკურნალობის კულტურას, ექიმისა და პაციენტის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს, ნდობის ფაქტორს და რა თქმა უნდა, რწმენას, რომელიც ყველაფრის აპრიორია.

_ბატონო ალეკო, თქვენი აზრით, მკურნალობის როგორი ტიპის მეთოდებია  გამართლებული თანამედროვე მედიცინაში?

_მეოცე საუკუნის ბოლო და 21-ე საუკუნის დასაწყისი, ძირითადად, ოფიციალური რეკომენდაციებით ე.წ. გაიდლაინებით დიწყო, რაც მასაზეა გათვლილი და არა კონკრეტულ პაციენტზე. თუმცა, სამწუხაროდ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიდანაც მესმის ხშირად „გაიდლაინის“ არსის არასწორი ინტერპრეტაცია.  მინდა, თქვენი ინტერვიუთი ვისარგებლო და კიდევ ერთხელ გავიმეორო რომ „გაიდლაინი“ პირველ რიგში არის  სწორედ ის სახელმძღვანელოები, რომლებითაც სტუდენტებს ვასწავლით, ეს არის  ხანგრძლივი კვლევით დადასტურებული კონკრეტული შედეგები. მაგალითად, ვიცით, რომ ცილა შედგება ამინომჟავებისაგან და ადამიანის ორგანიზმის სისხლში არის 9 შეუცვლადი ე.წ. ესენციური ამინომჟავა, რომელსაც ორგანიზმი თვითონ ვერ წარმოქმნის და აუცილებლად საკვებით უნდა მივიღოთ. და თუ ჩვენ ნივთიერებათა ცვლის შესწავლის კუთხით, სისხლში ამინომჟავების ცვლას შევისწავლით, შესაძლოა, ძალიან ბევრმა ექიმმა გითხრათ, რომ ეს გაიდლაინში არ წერიაო. მაშინ გამოდის, რომ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები ბიოქიმიას და გასტროენტეროლოგიას შეცდომებით ასწავლიან?! ყოველ პაციენტს უნდა მივუსადაგოთ კონკრეტული მკურნალობის ფორმულა, რომელიც დაფუძნებულია სამედიცინო აზროვნებაზე. ექიმმა უნდა იცოდეს მედიცინის ბაზისური საფუძვლები. წინააღმდეგ შემთხვევაში მკურნალობის შედეგი უმეტესწილად არასახარბიელო იქნება, თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს დაავადებები, რომლის წინაშეც დღესდღეობით მედიცინა უძლურია.

_ თქვენ ჩაატარეთ აქტივირებული უჯრედების გადანერგვით პირველი ოპერაცია ქართულ მედიცინაში, რასაც უდიდესი წარმატება ეწოდა. უფრო კონკრეტულად თუ გვეტყვით ამის შესახებ?

2018 წლის დეკემბერში შევძელით პირველად გადაგვენერგა პაციენტისთვის აქტივირებული T უჯრედები. სხვათაშორის, მედია აქტიურად აშუქებდა, სულ ცოტა ხნის წინ, მსგავს ოპერაციას აშშ-ში და ამ დროს ჩვენთან, თბილისში, ჩატარდა ზუსტად ანალოგიური ოპერაცია. ახალგაზრდა გოგონას 5 წლიანი ანამნეზი ჰქონდა კუჭის ავთვისებიანი სიმსივნის. პაციენტი, ფაქტობრივად, განწირული იყო, გერმანიაში მან მკურნალობის ყველა სამედიცინო რესურსი ამოწურა. უჯრედული იმუნოთერაპია საკმაოდ ძვირადღირებული ოპერაციაა და ბატონი კახი კალაძის ფონდმა შეძლო დახმარება გაეწია ამ გოგონასთვის. ჩატარდა უშუალოდ ჩემს მიერ, გვყავდა ავსტრალიელი კონსულტანტი, ენტონი მერსიადესი და ფრანგი კოლეგა  მანუელ როდრიგესი. მკურნალობამ ჩაიარა ფანტასტიურად.  გოგონა, ფაქტობრივად სიკვდილისთვის იყო განწირული, უამრავი მეტასტაზებით მუცლის ღრუში და  ყველაზე ფატალური შედეგის მოლოდინით. ჩვენი ოპერაციის შედეგად კი ლიმფოციტების მიღება მოხდა პაციენტის დისგან, მათი აქტივირება მოხდა ჩვენსავე ლაბორატორიაში და შემდეგ უკვე პაციენტზე მოხდა მათი გადანერგვა. ოპერაციის შემდგომ კი, როდესაც პაციენტმა ჩაიტარა გამოკვლევა თოდუას კლინიკაში, იყო სრული კლინიკური რემისია, ანუ პაციენტს აქტიური სიმსივნე აღარ აღენიშნებოდა და ის სრულიად ჯანმრთელი გახდა! ქართულ მედიცინაში მსგავსი ოპერაცია ჩატარდა პირველად.ეს ქართული მედიცინის უდიდესი წარმატებაცაა! 

_რა არის პერსონალიზებული მედიცინა?

_დღესდღეობით, ძალიან ბევრ დაავადებას არ აქვს პრევენციის ან ეფექტური მკურნალობის გამართლებული საშუალება. ეს არის ეგრეთწოდებული პერსონალიზებული მედიცინა.  ეს არის უზუსტესი მედიცინა, აბსოლუტურად ახლებური მიდგომა დაავადების მკურნალობის და პრევენციის მიმართ, რომელიც მხედველობაში იღებს ინდივიდუალურ ცვალებადობას გენებში, გარემოში და ცხოვრების სტილში, თითოეული ადამიანის შემთხვევაში. ადგილი აქვს რა გლობალურ წინსვლას ზუსტ მედიცინაში, ეს პრაქტიკა ამჟამად მანდატორულად გამოიყენება მხოლოდ იაპონიაში, რაც აისახება ამ ქვეყანაში თითქმის ყველა ნოზოლოგიის მკურნალობის ძალიან კარგ შედეგებზე.

 შესაბამისად, 2015 წლის 20 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა პერსონალიზებული მედიცინის ინიციატივის შესახებ (PMI), კონგრესისათვის თავის ყოველწლიურ მიმართვაში. თანამედროვე და მოწინავე კვლევაში, ტექნოლოგიასა და პოლიტიკაში, რომლებიც ახალ ძალას აძლევს პაციენტებს. PMI გზას გაუხსნის ახალ ერას მედიცინაში, რომელშიც მკვლევარები, პროვაიდერები და პაციენტები ერთად იმუშავებენ ინდივიდუალიზებული ზრუნვის (მკურნალობის) შესაქმნელად.

  პრეზიდენტი ითვალისწინებს 215 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას 2016  წლის ამ ინიციატივის მხარდასაჭერად, რომელიც მოიცავს რამდენიმე კომპონენტს, ფედერალური მთავრობის ძალისხმევით. ამ სრულად შემოთავაზებული ბიუჯეტიდან, 130 მლნ დოლარი გამოიყო NIH-სათვის, რათა შევადგინოთ ეროვნული, ფართო-მასშტაბიანი კვლევის ჯგუფი, ე. წ. კოჰორტა და 70 მილიონი გამოეყო კიბოს ნაციონალურ ინსტიტუტს, რათა წარიმართოს ძალისხმევა კიბოს გენომიკაში, როგორც PMI-ს ნაწილი ონკოლოგიაში. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ პროექტებში ჩართულობა.

_მაინც რა წამოწყებაა  PMI კოჰორტული პროგრამა?

  _ PMI კოჰორტული პროგრამა შეეცდება ზუსტი მედიცინის გავრცელებას ყველა დაავადებაზე, 1მლნ ან მეტი აშშ მონაწილისგან შემდგარი, ეროვნული კვლევის კოჰორტის შექმნით. ბევრი ფაქტორის თანხვედრა მოხდა დღეს, რათა ამ მასშტაბის პროგრამა დაწყებულიყო – ამერიკელები მონაწილეობენ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში და მის კვლევაში დღეს მეტად, ვიდრე მანამდე. ჯანმრთელობის შეფასების ელექტრონული ჩანაწერები ფართოდაა შემოღებული და გავრცელებული, გენომიკის ანალიზის ფასები მნიშვნელოვნად დაეცა, მონაცემთა მეცნიერება თანდათან გართულდა, ხოლო ჯანდაცვის ტექნოლოგიები მობილური გახდა. PMI კოჰორტული პროგრამა იქნება მონაწილეების ჩართულობით და მონაწილეობით მართული წამოწყება, რომელიც ხელს შეუწყობს კვლევას ისეთი დაავადებების ურთიერთკვეთაზე, როგორიცაა ადამიანის ბიოლოგია, ქცევა, გენეტიკა, გარემო, მონაცემთა მეცნიერება და მათი გამოთვლა უფრო მეტი ახალი ცოდნის შესაქმნელად, ჯანმრთელობის გახანგრძლივებისა და დაავადების განკურნების უფრო ეფექტური გზების მიგნების მიზნით.

კოჰორტა ფართოდ ასახავს აშშ-ს მოსახლეობის განსხვავებულობას, ჩართავს რა მონაწილეებს სხვადასხვა სოციალური, რასობრივ/ეთნიკური და ძველი  მემკვიდრული ხაზების პოპულაციებიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ სხვადასხვა გეოგრაფიულ, სოციალურ გარემოში და ეკონომიკურ პირობებში და ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან. კოჰორტიდან მიღებული ინფორმაცია იქნება ფართო, ძლიერი რესურსი მკვლევარებისთვის, რომლებიც მუშაობენ ჯანმრთელობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. პროგრამა ეცდება გაავრცელოს ზუსტი მედიცინის წარმატება ბევრ დაავადებაზე, მათ შორის ისეთ გავრცელებულ დაავადებაზე, როგორიცაა დიაბეტი, კარდიოლოგიური დაავადებები, ალცჰაიმერის დაავადება, სიმსუქნე და მენტალური დაავადებები, როგორიცაა: დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა და შიზოფრენია და ასევე იშვიათი დაავადებები. მნიშვნელოვანია, რომ კოჰორტა ფოკუსირებას მოახდენს არა მხოლოდ დაავადებაზე, არამედ ასევე ჯანმრთელად დარჩენის შანსებზე სიცოცხლის განმავლობაში. PMI კოჰორტის პროგრამის მიზანია, საფუძვლის მომზადება კვლევის ახალი გზისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ღია, პასუხისმგებლობით მონაცემთა გაზიარებას, პირადული ინფორმაციის დაცვის გარანტიით, რაც მონაწილეებს დააყენებს მეცნიერული ძალისხმევის ყურადღების ცენტრში.

   2015 წლის მარტში, NIH-ის დირექტორმა ფრანსიზ კოლინზმა დაავალა დირექტორის მრჩეველთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფს გეგმის შემუშავება, დიდი კვლევითი კოჰორტის შექმნისა და მართვისათვის. 2015 წლის 17 სექტემბერს კოლინზმა მიიღო სქემის ,,ჩონჩხი’’ სამუშაო ჯგუფისგან და მუშაობს სწრაფად იმისათვის, რომ მონაწილეებმა შეძლონ კოჰორტაში ჩართვა 2016 წელს.

_როდის გახდება პერსონალიზებული მედიცინა სრულად ხელმისაწვდომი საქართველოს მოსახლეობისთვის?

_პერსონალიზებული ონკოლოგიის, კარდიოლოგიის, ნეფროლოგიის, ენდოკრინოლოგიის  მეთოდების ნაწილი უკვე ინიცირებულია  ჩვენს კლინიკაში და მალე ხელმისაწვდომი გახდება საქართველოს მოსახლეობისთვის. პროექტის ზედამხედველობაში ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჩართულია უცხოელი მკვლევარები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კანადიდან, იაპონიიდან და ავსტრალიიდან.

– ვინ არის ამ პროექტის ხელმძღვანელები საქართველოში?

_საქართველოში ამ პროექტის გახორციელებაში ჩართული ვართ მთლიანად პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტის მკვლევარ ექიმთა ჯგუფი, ხოლო ჯგუფის ხელძღვანელები ვართ, მე- პროფესორი ალექსანდრე თავართქილაძე და პროფესორი გაიანე სიმონია.

– ბატონო ალეკო, ვინ არის კარგი ექიმი?

– ის ვინც პაციენტის ისტორიას, სამუშაო საათების შემდეგ, სახლში წაიღებს, დაღლილი არაერთხელ გადახედავს და ქვეშეცნეულად თან ექნება პრობლემის დაძლევის ჟინი. ეს ერთგვარი აზარტიც გახლავთ ექიმისთვის. პაციენტი უნდა იყოს მისი ძირითადი საფიქრალი.

_რას ეტყვით მშობლიურ გურიას, ჩვენს მკითხველებს, რომლებიც უდიდესი ინტერესით გელოდებიან?

_„გურია ნიუსის“ მკითხველებს გადაეცით ჩემი დიდი სიმპათია, სიყვარული და პატივისცემა გურიისა და გურულების მიმართ.

მიგულეთ  ყოველთვის თქვენს სამსახურში , სიყვარულით – ალეკო თავართქილაძე.

დოსიე: დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 2005 წელს, გაიარა რეზიდენტურტის სრული კურსი ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტში Civil-ის ჰოსპიტალის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტში – რეზიდენტურა/დოქტორანტურა სპეციალობით ონკოლოგია და ჰემატოლოგია, სრული ინტერნის კურსი სპეციალობით – შინაგანი მედიცინა (საფრანგეთი, პარიზი 2012), კლინიკური ონკოლოგიის და იმუნოთერაპიის გაძლიერებული კურსი (Paris Sud University 2014, Gustave Roussy -ის ინსტიტუტის ბაზაზე 2014), პერსონალიზებული მედიცინის და მოლუკულური ონკოლოგიის სადიპლომო სწავლება – Paris-Descartes უნივერსიტეტში (2016), უჯრედული თერაპია და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია – სორბონის უნივერსიტეტი (2018).  გავლილი სტაჟირებების მოკლე ჩამონათვალი ასეთია:

2005-2009 ჟენევის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტი (მოლეკულური ონკოლოგიის და კლინიკური ქიმიოთერაპიის მიმართულება 6 თვე); შვეიცარია. ჟენევა.2006 წ

დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში 2008 წ;  ტრეინინგები გაიარა ჩიბას სახელწიფო უნივერსტიტის ქიმიოთერაპიის და ონკოდიაგნოსტიკის მიმართულებით (Division of chemo Chemotherapy and Cancer Diagnosis) (ქიმიოთერაპია ღეროვან უჯრედებთან კომბინაციაში. 2 თვე). იაპონია. ასევე, პიერ და მარია კიურების სახელობის უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტი -ზოგადი ქიმიოთერაპიის მიმართულება. საფრანგეთი. პარიზი.2008 წ. ულუდაგის უნივერსიტეტის კლინიკური ბიოქიმიისა და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტი (მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის მიმართულება 1 თვე); თურქეთი; ბურსა.2009 წ

საბერძნეთის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეროვნული ინსტიტუტი (მოლეკულური და კლინიკური ონკოლოგიის მიმართულება 2 თვე). საბერძნეთი. ფლორინო.  ნაიმეიხენის უნივერსიტეტის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი ტრეინინგი ზოგადი ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიაში 1 თვე. ჰოლანდია; ნაიმეიხენი.კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC). ტრეინინგი: “ონკოლოგიურ პაციენტთა მედიკამენტური თერაპიის სრულყოფილების და ადექვატურობის შეფასების ექსპერტიზა” 3 კვირა. (საფრანგეთი. ლიონი.) 2009-2010 წწ. 

– 2009 წლიდან არჩეულია სრულ პროფესორად; 2005 წლიდან სწავლობს და მუშაობს ბელგიის და საფრანგეთის სხვადასხვა კლინიკებში; 2009 წელს მინიჭებული აქვს მოლეკულური მედიცინის და კლინიკური ონკოლოგიის საერთაშორისო სერტიფიკატი;

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი მოლეკულურ მედიცინასა და კლინიკურ ონკოლოგიაში 2009 წ;  გარემოს დაცვის საერთაშორისო ექსპერტთა კომისიის საქართველოს წარმომადგენელი 2011 წლიდან. ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტის Civil-ის ჰოსპიტალის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის კლინიკური და სამეცნიერო კვლევების კოორდინატორი 2008 წლიდან დღემდე;

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი სპეციალობით ონკოლოგია და მოლეკულური მედიცინა 2008-2009; 87 ექსპერიმენტული შრომა (აქედან 37 ImpactFactor-ის მქონე ჟურნალში);

2017 წლიდან დღემდე დეკარტეს უნივერსიტეტის (საფრანგეთი, პარიზი), მიწვეული პროფესორი მოლეკულურ ონკოლოგიასა და იმუნოთერაპიაში

მის სახელზეა 34 რეფერატული შრომა; 7 მონოგრაფია. არის მრავალი საერთაშორისო ასოციაციის წევრი, საფრანგეთის კლინიკური და ბაზისური ონკოლოგიის ექსპერტი, ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრი. ძუძუს კიბოს ონკოგენეტიკაში შესრულებული ნაშრომისათვის დაჯილდოვებულია მადლობის ოქროს მედლით, ხოლო გასტროენტეროლოგიაში შესრულებული ნაშრომებისთვის ევროპის და იაპონიის ინტერნისტთა ასოციაციამ მიანიჭა პროფესორის (Honoris Causa) წოდების სერთიფიკატი. ფრანგულ ენაზე გამოცემული აქვს სარეკომენდაციო სახელმძღვანელო პერსონალიზებულ მედიცინაში, რომელიც აპრობირებულია დეკარტეს უნივერსიტეტის მიერ. ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომის – „სიმსივნური უჯრედის გენეტიკა“ ექსპერტი კი, ნობელის პრემიის ლაურეატი ტიმ ჰანტი ჰყავდა.

დიდი სიყვარულით იხსენებს თსუ-ს პროფესორებს: თეიმურაზ პეტრიაშვილს, დინარა კასრაძეს, გაიანე სიმონიას, რუსუდან რუხაძეს, ელენე აბზიანიძეს, ნოდარ ემუხვარს.

გაზიარება4Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

მოძრავ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

19:35; 17 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“სამართლიანი არჩევნები” განცხადებას ავრცელებს

18:30; 17 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:17; 17 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

იზრდება თუ არა დენის და გაზის გადასახადი

16:47; 17 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

25 დეკემბერს ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე აინთება

16:13; 17 დეკემბერი, 2025

ექსპერტკრიმინალისტები პარლამენტში

მდინარაძე: ამას არც ბავშვობა ჰქვია, არც თამაში ჰქვია, არც პერფორმანსი

ყველა სიახლე

საზოგადოება

მოძრავ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

19:35; 17.12.2025
პოლიტიკა

სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს

19:12; 17.12.2025
პოლიტიკა

მაია ბითაძე: 1 იანვრიდან ძაღლის გასეირნების წესის თაობაზე რეგულაცია არ იცვლება

18:52; 17.12.2025
ფინანსები

AI-ს სასტიპენდიო პროგრამაზე 1500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა – საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი

18:40; 17.12.2025
საზოგადოება

“სამართლიანი არჩევნები” განცხადებას ავრცელებს

18:30; 17.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

18:17; 17.12.2025
ფინანსები

“არ მოგერიდოს, იკითხე“-  დეკემბერი თიბისიში უზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხის პორტირებისთვის საუკეთესო დროა

17:12; 17.12.2025
ფინანსები

თიბისი 33 წლისაა- თვითრწმენის, გამბედაობისა და მოუსვენრობის ისტორია

16:59; 17.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის კრეატიულმა კამპანიებმა საერთაშორისო Epica Awards-ზე სამი მედალი მოიპოვა

16:53; 17.12.2025
საზოგადოება

იზრდება თუ არა დენის და გაზის გადასახადი

16:47; 17.12.2025
საზოგადოება

25 დეკემბერს ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხე აინთება

16:13; 17.12.2025
პოლიტიკა

“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ჩიხში შევიდა მანამ, სანამ”- ევროკავშირის საბჭო

15:34; 17.12.2025
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კამპანია Eagle Hills-ის პროექტის წინააღმდეგ იყო ერთი ხელიდან კოორდინირებული

15:23; 17.12.2025
default
საზოგადოება

ლანჩხუთი-ლესას 8 კმ-იანი 4 ზოლიანი მაგისტრალი გაიხსნა

14:32; 17.12.2025
საზოგადოება

როდის აანთებენ ჩოხატაურში საახალწლო ნაძვის ხეს

14:11; 17.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო