სამხრეთ კაროლინაში, ძაღლის სეირნობისას ალიგატორის თავდასხმას ქალი ემსხვერპლა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
შერიფის დეპარტამენტის ცნობით, ოფიცრებმა ცხოველი მოკლეს.
მაუწყებლის ინფორმაციით, თავდასხმის დროს ქალი ძაღლის დაცვას ცდილობდა. ის შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა, რაც შეეხება ძაღლს, თავდასხმის შედეგად დაშავდა.