ირანში ალკოჰოლით მოწამვლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 40-ზე მეტი კი საავადმყოფოშია მოთავსებული. აღნიშნულ ინფორმაციას BUSINESS INSIDER ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საავადმყოფოში 48 ადამიანია მოთავსებული, რომელთაგან 3 კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 30-ზე მეტ პაციენტს სისხლის გამწმენდი პროცედურა უტარდება“,_ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
კერმანის პროვინციის პროკურორის, იადოლა მოვაჰედის თქმით, ხელისუფლება ალკოჰოლური სასმელის დისტრიბუტორების იდენტიფიცირებას და დაპატიმრებას ცდილობს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ირანში ისლამური კანონი ალკოჰოლს კრძალავს, თუმცა შავ ბაზარზე ის იაფადაა ხელმისაწვდომი.