წუხელ გამოირთო და ამ დრომდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთს ელექროენერგია არ მიეწოდება.
_ წუხელ გამოირთო ღამის ოთხ საათზე, თუმცა ჩავრთეთ, _ გვითხრეს „ენერგო პრო_ ჯორჯიას“ ოზურგეთის სერვისცენტრში. თუმცა, ჭანიეთში შუქი დილის ათი საათისთვისაც არ არის.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში: მთისპირში, სილაურში, ბაილეთში და ასკანაში, როგორ ადგილზე გვეუბნებიან, შუქი არ გამორთულა,.
_ ღამის განმავლობაში გადაუღებელმა წვიმამ, სუქის ბოძები არა, მაგრამ შიდა საუბნო გზები ძალიან დააზიანა. თუმცა, როგორც ყოველვის, გამოდარებისთანავე, მუნიციპალიტეტის მერია გრეიდერს გამოგვიგზავნის და ნიაღვრბისგან ჩამოტანილ ღორღს მოვასწორებთ, _ გვეუბნებიან აღნიშნული სოფლების გამგებლები.