გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, დღეს, 4 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მისი გამოკითხვაზე დაბარება მოწმე, მარიამ შარაშენიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც ბაჩალიაშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე მასთან მიმოწერა ჰქონდა.
თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ შარაშენიძის და მისი შვილის ურთიერთობის შესახებ არაფერი იცოდა და ასევე, უცნობია არის თუ არა მათი Facebook-ზე მიმოწერის ე.წ. სქრინები ნამდვილი.
“უნდათ, გამომიყვანონ მდგომარეობიდან, რომ შევეშვა ამ საქმეს. მეკითხებოდნენ, ადვოკატებთან ერთად რას აკეთებდი, ადვოკატი რას გირჩევდაო. ახლოვდება სტრასბურგი და ბოლომდე მივაწვები ამ საქმეს”,– თქვა თეონა თამაზაშვილმა.