AMAZON-მა კორონოვირუსის პანდემიის დროს ფასების აწევის გამო, კომპანიის საკუთარ ვებგვერდზე 6000-ზე მეტ გამყიდველს სტატუსი შეუჩერა – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, კომპანიის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა განაცხადა, რომ ვინც პროდუქტებზე ფასები აწიეს, მათ შესახებ ინფორმაცია 42 შატატის გენერალურ პროკურორებს მიაწოდა.
,,AMAZON-მა ვებგვერდზე შეაჩერა იმ 6 000-ზე მეტი მოვაჭრეთა სტატუსი, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის დროს ფასები აწიეს. ინფორმაცია იმ გამყიდველების შესახებ, ვიზეც ეჭვი გვაქვს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებულ პროდუქტებზე ფასები აწიეს, 42 შტატის გენერალურ პროკურორებს გადასცა,“ _ განაცხადა ჯეფ ბეზოსმა.
როგორც გამოცემა წერს, კომპანიის მფლობელმა, ასევე აღნიშნა, რომ ფასების აწევაზე რეაგირების მიზნით სპეციალური საკომუნიკაციო არხი შეიქმნა პროკურორების ოფისებისთვის, რათა სწრაფად მოხდეს რეაგირება მომხმარებლების საჩივრებზე.
,,ფასების ზრდაზე მომხდარ ინციდენტებზე, ჩვენი რეაგირების დასაჩქარებლად, შევქმენით სპეციალური საკომუნიკაციო არხი სახელმწიფო გენერალურ რწმუნებულებისთვის, რომ სწრაფად და მარტივად დავაკმაყოფილოთ მომხმარებელთა პრეტენზიები”,_ განაცხადა ბეზოსმა.
ასევე, AMAZON-ის მფლობელმა განაცხადა, რომ საჭიროა მასობრივი გლობალური ტესტირება, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკა დააბრუნონ.