ამერიკაში 18 წლის ქართველი ბიჭი მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი დანელია ავრცელებს.
“მოკლედ რა საშინელი წელია ეს 2020… (კორონავირუსი, მკვლელობები, შატილის ტრაგედია და რომელი ერთი კიდევ რო ჩამოთვალო არ გეყოფა) ჯერ იყო და ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა და ტკივილი არ გაგვნელებია არავის და ცოტა ხნის წინ შემძრა ინფორმაციის გაგებამ, რომ 18 წლის ეს საოცარი ბიჭი – ჯაბა ადამია სასიკვდილოდ გაუმეტებია და დაუჭრია ვიღაცას წუხელ საღამოს, ნიუ-იორკში. ვინც იცის ნიუ იორკის უბნები, ბრუკლინში East 21 ქუჩისა და AVENUE P-ს(P გამზირის) კვეთაზე, საკუთარი სახლიდან დაახლოებით ნახევარი მილის მოშორებით უპოვნიათ უგონო მდგომარეობაში მყოფი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა.
ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტმა ფაქტზე საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობსო, დაზუსტებით ჯერ არ ვიცი, მაგრამ იმედია არ გავიგებ ქართველის ხელი ურევია ამ ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობის საქმეში…
ვიზიარებ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას. მართლაც რომ ზედმეტია სანუგეშო სიტყვები ამ დროს“, – წერს ირაკლი დანელია.