მეცნიერებმა სასაკლაოდან 32 ღორის ტვინზე კვლევა ჩაატარეს.
როგორც BBC მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით იუწყება, თავის მოკვეთიდან 4 საათის შემდეგ ისინი იელის უნივერსიტეტის მიერ შექმნილ სისტემას დაუკავშირეს, რის შედეგადაც ცნობილი გახდა, რომ ის ნაწილობრივ მუშაობს.
ტვინმა ღორისთვის თავის მოკვეთიდან 10 საათის შემდეგაც აჩვენა ნორმალური რეაქცია მედიკამენტებზე და ისეთივე რეაქცია ჟანგბადზე, როგორიც ტვინს ჩვეულებრივ აქვს.
აღსანიშნავია, რომ არ იყო ტვინის ელექტრული აქტივობის ნიშანი ელექტროენცეფალოგრამაში, რაც ხელს შეუწყობდა ცნობიერებას ან აღქმის სიგნალს.
კვლევა გარდაქმნის იდეას, თუ როგორ კვდება ტვინი, რადგან მიჩნეულია, რომ ჟანგბადის მიწოდების გარეშე ტვინი სწრაფად იღუპება.
გრძელვადიან პერსპექტივაში, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ გამონახავენ ტვინის დაცვის უკეთეს გზას ისეთი ტრავმების შემდეგ, როგორიცაა ინსულტი.
თუმცა, აღმოჩენა დღეისთვის სიკვდილის მნიშვნელობას არ ცვლის.
როგორც ოქსფორდის მედიცინის ეთიკის პროფესორი და ნეონატოლოგი დომინიკ უილკინსონი ამბობს, ადამიანი, რომელსაც ტვინის სიკვდილის დიაგნოზს უსვამენ, შეუძლებელია ფეხზე ადგეს.
„იმ შემთხვევაში, თუ მომავალში გარდაცვალების შემდეგ ტვინის ფუნქციის აღდგენა შესაძლებელი გახდება, რომ ვინმეს გონება და პიროვნება დავუბრუნოთ, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სიკვდილის განმარტებაზე“,_ამბობს ის.