ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კვიპროსს იარაღის ემბარგო მოუხსნა. 1987 წლის შემდეგ პირველად კვიპროსის რესპუბლიკა ამერიკიდან იარაღის შეზღუდვების გარეშე მიღებას შეძლებს. ამის შესახებ reuters წერს.
გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება პარასკევს, 16 სექტემბერს საღამოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა.
კვიპროსის მთავრობის მაღალ ჩინოსანი Twitter-ზე წერს, რომ ეს არის ისტორიული ეტაპი, რომელიც ორ ქვეყანას შორის მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობაზე მიუთითებს
“დიდი კმაყოფილებით მივესალმები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას კვიპროსისთვის იარაღის ემბარგოს სრული მოხსნის შესახებ. ეს არის ისტორიული ეტაპი, რომელიც ორ ქვეყანას შორის მზარდ სტრატეგიულ პარტნიორობაზე მიუთითებს, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში”. – წერსTwitter-ზე კვიპროსის მაღალჩინოსანი.
ცნობისთვის, აშშ-ს მხრიდან აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეწინააღდეგება თურქეთი. ამასთან ერთად, თურქეთის მიერ ოკუპირებული კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილის ხელმძღვანელობამ რეგიონში ვითარების ესკალაციის საფრთხეზე გააკეთა აქცენტი.
1987 წელს შეერთებულმა შტატებმა კვიპროსს იარაღის ემბარგო დაუწესა, რათა კონფლიქტის მხარეები თავად კვიპროსში, ისევე როგორც მათი გარანტი ქვეყნები საბერძნეთი და თურქეთი, დიპლომატიური გადაწყვეტისკენ წასულიყვნენ.