გურიის მაღალმთიან სოფლებში ღამით მოთოვა, დაბლობ ტერიტორიაზე კი ნალექი წვიმის სახით მოვიდა.
როგორი ამინდია მოსალოდნელი გურიაში_ ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსს დოდო გვაზავას ვესაუბრეთ.
„გურიაში ნალექი 19 თებერვლის ჩათვლით, უმეტესად, თოვლის სახით ნარჩუნდება. მაღალ მთიან რაიონებში შესაძლებელია ამ საღამოს და ღამის საათებში ძლიერი ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღეს ნარჩუნდება რაც წინა ღამეს იყო +2 გრადუსი, მთიან რაიონებში +1 გრადუსი და მაღალ მთაში -2 გრადუსი.
18-19 თებერვალს ტემპერატურის მატება მოსალოდნელი არ არის. დღის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია დაახლოებით 2-4 გრადუსი, ხოლო 19 თებერვლის ღამის საათებში შესაძლებელია ყინვა გაძლიერდეს -4, -6 გრადუსამდე. შედარებით გამოიდარებს 20 თებერვლიდან. ყინვა 20 თებერვალს შერბილდება, თუმცა 21 თბერვლიდან კვლავ გაძლიერდება ისევ -4, -6 გრადუსამდე.
20-21 თებერვალს ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია ნალექი შენარჩუნდეს. 21 თებერვალს შესაძლოა 7-8 გრადუსი სითბოც დაფიქსირდეს დაბლობში, მთიან რაიონებში კი 0, +4 გრადუსი.
24 თებერვლიდან კი ღამის საათებში ყინვები შერბილდება და შესაძლოა ღამით 1-3 გრადუსი დაფიქსირდეს“,_ გვეუბნება გვაზავა.