სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ნალექს და ტემპერატურის ვარდნას პროგნოზირებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 თებერვალს საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +4, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
10-11 თებერვალს შედარებით გამოიდარებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
თბილისში 9 თებერვალს შედარებით ცივი, ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს. 10-11 თებერვალს შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ტემპერატურა +8, +10 გრადუსამდე მოიმატებს.